• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღარ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, უწყების, სადაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი გავატარე – დიპლომატი

ალია ავტორი - ალია
14:10 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,809

დიპლომატი გიორგი წიქარიშვლი სოციალურ ქსელში წერს:

,,მივიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება, რომ 1 ივლისიდან აღარ ვარ სამინისტროს თანამშრომელი, უწყების, სადაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი გავატარე.

ბუნებრივია, პიროვნულად სევდიანი მომენტია, თუმცა, როდესაც ქვეყანაში ათეულობით სინდისის პატიმარი გყავს, ხელისუფლის მიერ დაჩაგრული და ძვლების დამტვრევამდე ნაცემი მოსახლეობა, ყველგან უსამართლობა, ძალმომრეობა და ყოველ დღე ახალი რეპრესიული კანონები, ამის ფონზე არაფერი იყო მოულოდნელი.

ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ სამინისტროში გამოცხადებული ე.წ. რეორგანიზაცია, ერთის მხრივ, უკავშირდება თანამშრომელთა ნაწილის მიერ ნოემბრის ბოლოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და მიზნად ისახავს სისტემის წმენდას არასასურველი/არასაიმედო კადრებისგან; ასევე, უცნაურად გადაკეთებული სამინისტროს ახალი სტრუქტურა, ნათლად აჩვენებს მმართველი პარტიის რეალურ მიზანს, რომ ევროსკეპტიციზმის გამალებული პროპაგანდის პარალელურად, ქმედებებით ჯერ შეანელოს და საბოლოოდ გაანეიტრალოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ “კონკურსში” და ლეგიტიმაცია მივანიჭო პროცესს, დადგმულ ფარსს, სადაც ყველაფერი წინასწარ, კაბინეტებში პრივატულად დალაგებული და გადაწყვეტილია. ამასთანავე, სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე წინასწარ იზრუნა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები კანონში “დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, რომლითაც გაიმარტივეს და შეიქმნეს სამართლებრივი საფუძველი, “ეთიკური სტანდარტების” დარღვევის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლონ ნებისმიერი “ურჩი” დიპლომატი. ამ ცვლილებებით, შენ აღარ ხარ საჯარო მოხელე, რომელიც უნდა იდგეს საჯარო ინტერესების სადარაჯოზე, ამ ცვლილებებით შენ ხდები კონკრეტული პარტიის მოხელე და “ინტერესების გამტარი აგენტი”.

ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

ბუნებრივია, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის თვითმიზანი, არამედ საშუალება ავაშენოთ ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე ენდობა სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს, არჩევნების შედეგებს; საშუალება, რომ გვქონდეს სახელმწიფო, სადაც საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებენ სამსახურიდან, მარტო იმიტომ, რომ არ სჯერა გაუთავებელი ბოდვების “დიფ სთეითზე”, ამჩნევს და იმჩნევს, როგორ მეთოდურად და მიზანმიმართულად ხდება საერთაშორისო პარტნიორების გაშავება და დასავლეთის მტრად გამოცხადება, პარალელურად კი დემოკრატიასთან მწყრალად მყოფ საეჭვო ლიდერებთან დაახლოება. სამწუხაროდ,ამ გზაზე ვკარგავთ არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ მყარად ვიბრუნებთ საბჭოთა კავშირს, ვკარგავთ ნათელ მომავალს და ვუბრუნდებით ბნელ წარსულს.

P.S. “აბა რა ეგონა” ხალხს ჩემგან პიონერული სალამი. კი, ზუსტად ვიცოდი და მეგონა რაც იქნებოდა და როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო. მთავარია საკუთარ თავთან და სინდისთან ვიყო მართალი, თუმცა, ამას თქვენ ვერ გაიგებთ, ღირებულებებში გვაქვს აცდენა, უკვე ესეც ზუსტად ვიცი.”

შეგახსენებთ,,სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი სოციალურ ქსელ “X”-ში წერდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved