გალიფ ოზთურქი თავისუფალია – სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, თურქმა ბიზნესმენმა ციხე, არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებით დატოვა.
ცნობისთვის, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 2022 წელს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ იგი დამნაშავედ 3 პუნქტით ცნო. თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გალიფ ოზთურქი კი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა.
კომენტარები