• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოეტს ავტოკრატი ვერ მოუგებს-ლაშა ბუღაძე ზვიად რატიანის დაკავებაზე

ალია ავტორი - ალია
10:56 06-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

პოეტს ავტოკრატი ვერ მოუგებს, – ასე აფასებს მწერალი ლაშა ბუღაძე ზვიად რატიანის დაკავებას და ამბობს, რომ “ ბიძინა ივანიშვილის მმართველობითი სისტემა, მას ვერაფერ დაუშავებს“.

ბუღაძე რატიანის და ტიციან ტაბიძის მდგომარეობას ადარებს და ამბობს, რომ მასაც ისეთივე მტერი ჰყავს, რომელიც თავის დროზე სწორედ ტიციანს ჰყავდა, თუმცა “სტალინმა ვერც მას დაუშავა რამე“.

ვისაც უყვარს ლიტერატურა, მან იცის ზვიად რატიანის ფასი, შესაძლოა, მისი ფასი არ იცოდეს და არც იცის ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ჭანჭიკებმა, მაგრამ ქართული ლიტერატურის ისტორიაში ზვიად რატიანს დიდი ადგილი აქვს. სახელმწიფო, მითუმეტეს, ასეთი ავტოკრატული, ანაქრონისტული მოვლენა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობითი სისტემა, ვერაფერ დაუშავებს ზვიად რატიანს. სტალინმა ვერ დაუშავა ვერაფერი ტიციან ტაბიძის სახელს და მიხელ ჯავახიშვილს და სხვას და სხვას. პოეტს ავტოკრატი ვერ მოუგებს. ეს ჯერ კიდევ სენეკა და ნერონის დაპირისპირებიდან არის ცნობილი. იგივე მტერი ჰყავს რატიანს, რუსული რეჟიმის და ივანიშვილის ბანდის გამოვლინებით და პოეტიც ისე უპირისპირდება, როგორც მას შეუძლია,-განაცხადა ბუღაძემ “პირველ ხაზში“.

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved