• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
14:38 06-26-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მზის ენერგიის უახლესი გლობალური ტენდენციები და საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალი მიმოიხილა. კვლევის მთავარი მიგნებები თიბისი კაპიტალის გუნდმა სასტუმრო „ტელეგრაფში“ წარადგინა, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ამ ფორმატის ღონისძიება ახლადგახსნილ ლოკაციაზე პირველად სწორედ თიბისისთან ერთად ჩატარდა.

კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან – ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია – 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.

მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიისპოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.

თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზისენერგიაში ინვესტირებამდეა აუცილებელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯაროსექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved