ზუგდიდის ცენტრში, მოედანზე საცხოვრებელ ბინებში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც სავარაუდოდ კვამლისგან გაიგუდა.
თვითმხილველების თქმით, სახანძრო სამაშველო ჯგუფი ადგილზე სამ წუთში მივიდა, მაგრამ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და იგი ზუგდიდის საავადმყოფოდან შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში დედა-შვილი იმყოფებოდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
კომენტარები