• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კორუფციულ სკანდალში გაეხვა

ალია ავტორი - ალია
13:44 06-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

The Telegraph-ი ესპანეთში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც საუბარი მმართველი სოციალისტური პარტიის (PSOE) კორუფციული სკანდალი გახდა. გამოცემა წერს, რომ სკანდალში ფიგურირებენ მეძავები, სახელმწიფო კონტრაქტები, ფარული აუდიოჩანაწერები, ღამის კლუბის დაცვის ყოფილი თანამშრომელი და პორნოვარსკვლავი. სტატიაში შეფასებულია ის რისკები, რომლებსაც შექმნილი ვითარება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მმართველობას უქმნის.

„ევროპის ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ლიდერი მშვენივრად აღიქვამს რისკებს და თავისი მოწყვლადი მდგომარეობის ირონიას. სანჩესი ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა, როდესაც მაშინდელ მმართველ პარტიაში კორუფციული სკანდალის გამოყენებით, თავისი წინამორბედი, კონსერვატორი მარიანო რახოი დაამარცხა. ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ რახოის „ეროვნული პარტია“ ინსტიტუციურ კორუფციაში ცნო დამნაშავედ.

სანჩესი ხალხს „დემოკრატიული განახლების“ ახალ ხანას დაჰპირდა და შეკრიბა კოალიცია კომუნისტების, სეპარატისტების და ყოფილი ტერორისტული ორგანიზაციის ETA-ს პოლიტიკური ფრთის მონაწილეობით.

მას შემდეგ სანჩესის გავლენა მთავრობაზე არ შემცირებულა – ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის, ვალენსიაში სასიკვდილო წყალდიდობის და მის ოჯახთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად“, – წერს The Telegraph-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ესპანური პოლიტიკის ღრმა პოლარიზაციის გამო, ამ სკანდალებმა სანჩესს თანამდებობა ვერ დააკარგვინა, რადგან არსებობს შიში, რომ რომელიმე ძალის კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, ძალაუფლებას ხელში მემარჯვენე ძალები ჩაიგდებენ. მაგრამ გასული კვირების განმავლობაში სანჩესის სოციალისტური პარტია რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

როდესაც სანჩესი ოთხშაბათს კონგრესში ოპოზიციას ეკამათებოდა, ვიცე-პრემიერმა და მემარცხენე პარტია „სუმარის“ ლიდერმა იოლანდა დიასმა თავის მინისტრებთან ერთად მათთვის განკუთვნილი ადგილები დემონსტრაციულად დატოვეს. გამოცემის შეფასებით, ეს იმის სიგნალია, რომ პარტია PSOE-ს კადრებისადმი ყურადღების გამო შექმნილ წნეხს თავისი შედეგები მოაქვს.

ამასთან, გასულ კვირას პარტიული მდივნის თანამდებობა დატოვა სანტოს სერდანმა – სანჩესის დიდი ხნის მოკავშირემ, რადგან ესპანეთის პოლიციის ანგარიშში გამოთქმული ვარაუდით, ის ნავარაში სახელმწიფო კონტრაქტებისადმი წვდომის სანაცვლოდ კომპანიებს ფულს სძალავდა.

სანჩესს საჯაროდ მოუწია ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ სერდანში „შეცდა“.

მეტიც, გასულ წელს პოლიციამ დაიწყო გამოძიება მის კიდევ ერთ ნავარელ მოკავშირესთან – კოლდო გარსიასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ღამის კლუბის დაცვაში და მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერა აიწყო და ტრანსპორტის მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის საკვანძო თანაშემწე გახდა.

თავად აბალოსს სასამართლო 2018-2021 წლებში, სამინისტროში მუშაობისას ე.წ. ატკატის [kickback] სახით ასობით ათასი ევროს მიღებას ედავება. აბალოსი ასევე სოციალისტური პარტიის მდივნის თანამდებობას იკავებდა, სანამ სანჩესმა ის 2021 წელს არ გაათავისუფლა. თუმცა, პრემიერ-მინისტრი აღნიშვნადა, რომ სერდანის გარშემო აგორებული სკანდალი მხოლოდ უმნიშვნელო ეპიზოდი და „ანეკდოტია“.

ფარულ აუდიოჩანაწერებში, რომლებიც გამოძიებას დაედო საფუძვლად, სანჩესის ყოფილი მოკავშირეები სექს-მუშაკების „უნარებს“ განიხილავენ, რაც სანჩესის რეპუტაციისთვის მორიგი დარტყმა გახდა, რადგან პრემიერმა სექსიზმთან ბრძოლა თავისი პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტად აქცია და ფემინისტური დღის წესრიგის პოპულარიზაციით იყო დაკავებული.

„ეს ჩვენში ზიზღს იწვევს. სექსუალურად დამამცირებელი გამონათქვამები, რომლებიც იმ ჩანაწერებშია გამოყენებული, აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენი პარტიის ფემინისტურ ღირებულებებთან“, – განაცხადა სანჩესმა კონგრესში გამოსვლისას.

ესპანეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ The Telegraph-ს აცნობა, რომ სანჩესმა აბალოსი თანამდებობიდან გამოძიების დაწყებამდე მისი „მეძავებისადმი ლტოლვის“ გამო გაათავისუფლა. პოლიცია აბალოსის სახლში ჩხრეკაზე ივნისში, დილით ადრე მივიდა და მინისტრი 32 წლის ქალთან ერთად აღმოაჩინა. მოგვიანებით ადგილობრივმა გაზეთმა დაადგინა, რომ ეს პორნოვარსკვლავი ლეტისია ჰილტონი იყო. არსებული ინფორმაციით, აბალოსმა მისი დახმარებით სახლიდან მყარი დისკის გატანა სცადა, როცა პოლიციამ ქალს ძაღლის გასეირნების ნება მისცა.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, სავარაუდოდ, მათი ავტორი კოლდო გარსიაა. ახლა პოლიცია მეხსიერების 4 ბარათზე არსებულ ფაილებს იკვლევს და ასევე დამატებით ჩანაწერებს, რომელთა წაშლაც გარსიამ წარუმატებლად სცადა.

პოლიციასთან დაახლოებულმა წყაროებმა The Telegraph-ს აცნობეს, რომ გამოძიებაში სულ მცირე კიდევ ერთი მინისტრი ფიგურირებს.

„სანჩესი ამტკიცებს, რომ სოციალისტური პარტია კორუმპირებული სტრუქტურა არ არის და პარტიული ფინანსების გარე აუდიტის ჩატარების ბრძანება გასცა. სახალხო პარტიიდან წყარომ The Telegraph-ს აცნობა, რომ მისი ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიჰო ახლა დარწმუნებულია: სანჩესის თანამდებობიდან წასვლა დროის საკითხია“.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აუდიოჩანაწერების გაჟონვის შემდეგ ტალღაზე და იმაზე, შეძლებენ თუ არა გამომძიებლები სერდანის „ფარული შეთანხმებების“ პარტიის დაფინანსებასთან პირდაპირი კავშირის დამტკიცებას“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved