“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტსა და ეკონომისტ ფარიდ მეჰრალიზადეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ბაქოს სასამართლომ გადაწყვეტილება 20 ივნისს გამოაცხადა.
მედია წერს, რომ ბრალდებები პირდაპირ კავშირშია მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და “რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურისთვის მომზადებულ კრიტიკულ რეპორტაჟებთან.
ფარიდ მეჰრალიზადეს გარდა, ბაქოს სასამართლომ კიდევ ექვს ჟურნალისტს შეუფარდა პატიმრობა. ჟურნალისტები დანაშაულს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
კომენტარები