• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირის ახლო ნათესავების ქონების დაყადაღება და გამარტივებული ამოღება — “ოცნების” კანონპროექტი

ალია ავტორი - ალია
14:27 06-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,551

“ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს და პირებს ქვეყნიდან გასვლას უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა ითვალისწინებს პირის ახლო ნათესავების ქონების დაყადაღებას და აღსრულებაში მიმართვას გამარტივებული პროცედურებით. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის მორიგების შესაძლებლობასაც რაც მიყენებული ზიანის სხვა მოცულობით კომპენსირებას გულისხმობს.

“დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი არის განაჩენი ან განრიდების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული წარმოების შესახებ ბრძანების გამოცემას ედება საფუძვლად.

მსჯავრდებული/განრიდებული უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებული/განრიდებული ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან გაწილვადებას – გადახდის გრაფიკის მითითებით,”- ნათქვამია კანონპროექტში.

ამავე საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს სახელმწიფოს დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე 16 წლის განმავლობაში შეეზღუდებათ, თუკი არ მომხდარა დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება.

კანონპროექტის თანაავტორის, ოცნების დეპუტატის არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონი გავრცელდება გიორგი ბაჩიაშვილზეც. გორდულაძის თქმით, ბაჩიაშვილმა “კოლოსალური ზიანი მიაყენა” კონკრეტულ პირს და მას ზიანი უნდა აუნაზღაუროს. საუბარია ორ ურთიერთდაკავშირებულ განაჩენზე, კერძოდ კი 2025 წლის 10 მარტს, სასამართლომ ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ დავაში დაზარალებულის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს აქვს. კიდევ ერთი სასამართლო პროცესით, 2025 წლის 1 მაისს, სასამართლომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მიიღო განაჩენი და გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამ კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება ამჟამად 963 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ ამ 963 მილიონი დოლარის გადახდის ამოღების უზრუნველყოფისთვის ქართული ოცნების პარლამენტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პირებს, რომელთაც სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ სახელმწიფოს სამსახურების ნებართვის გარეშე 16 წელი უზღუდავს ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, თუკი ბაჩიაშვილი სასჯელს 11 წლის განმავლობაში მოიხდის, ის საპატიმრო დაწესებულებას 2036 წელს დატოვებს, ხოლო ახალი კანონპროექტით, მას საქართველოს დატოვება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე 2052 წლამდე აეკრძალება. ამ დროს ივანიშვილი 96 წლის იქნება.

“ნებისმიერ პირზე, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება წარმოდგენილი ცვლილებები. არ აქვს კონკრეტული ადამიანის სახელ-გვარს მნიშვნელობა, მთავარია ის, ჩაიდინა თუ არა ადამიანმა დანაშაული და სხვა ადამიანს მიაყენა თუ არა ზიანი. კონკრეტული სახელის და გვარის ქონა, რა თქმა უნდა, ადამიანს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომ დაზარალებულს ზიანი აუნაზღაუროს. ეს არის მარტივი ლოგიკა, მაგრამ, დიახ შეგვიძლია თამამად დავადასტუროთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება. ანუ იმ ადამიანზე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს მიაყენა კოლოსალური ზიანი და ახლა აქვს სურვილი, რომ უბრალოდ ჩაჯდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შემდეგ გამოვიდეს და ეს მიყენებული ზიანის სახით თანხები, რომელიც მან მიითვისა, გამოიყენოს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის,”- განაცხადა კანონპროექტის ავტორმა არჩილ გორდულაძემ. (ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved