წალენჯიხის სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული საგანმანათლებლო განყოფილების ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოეწყო საბა კაკუბავას საგამოშვებო საღამო და პერსონალური გამოფენა.
მისი ხელმძღვანელი გახლდათ მარინე კვარაცხელია.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დარგის კურატორი ქ/ნ თამარ ბელქანია.ცენტრის ორგანიზატორი მარინა შანავა,ხატვის წრის ხელმძღვანელი მარინე კვარაცხელია,მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ლუკავა,მერიის კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში ზურაბ სამუშია.
ცენტრის დირექტორმა თეო კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა ყველა სტუმარს მობრძანებისთვის, მშობლებს თანადგომისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს გამოფენის ორგანიზებისთვის.
საბას გადაეცა დიპლომი და სიმბოლური საჩუქარი.


























კომენტარები