• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარია არის სერიოზული შანტაჟის ქვეშ – ლევან სანიკიძე

ალია ავტორი - ალია
12:43 06-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
348

როდესაც ერთხელ წახვალ კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან, განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას [გიორგი გახარიას] მეორედაც კომპრომისზე წასვლას სთხოვენ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარების ფაქტს.

სანიკიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ გიორგი გახარია ძალიან სერიოზული პოლიტიკური შანტაჟის ქვეშაა.

„როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის ომში საქართველოს არჩაბარების გამო ასამართლებენ, საერთოდ გასაკვირი არ არის, რომ ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდზე გიორგი გახარიაც გაასამართლონ. ამიტომ მე თავიდანვე მიმაჩნდა სისულელედ და ამორალურად, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპაციასთან მეომარ პარტიას ტოლობის ნიშანს „ქართულ ოცნებასთან“ უსვამდნენ, რომელიც ამ ქვეყნის 100%-ის ოკუპაციას ცდილობს. შესაბამისად, ამ საკითხში გიორგი გახარია არ არის გამონაკლისი. თუკი მიხეილ სააკაშვილს მთლიანი საქართველოს არჩაბარების გამო ასამართლებენ, შესაძლებელია გიორგი გახარია ჩორჩანის არჩაბარების გამო გაასამართლონ.

თავიდანვე სალომე ზურაბიშვილის ფორმატში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლებდნენ. მე რამდენადაც მახსოვს, მეორე თუ მესამე დღეს, გახარიამ პირობა დაარღვია და კომისიაზე მივიდა. ჩემთვის მაშინაც უცნობი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატი მივიდა, თუ როგორც ოპოზიციონერი, იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს შეწყვეტილი პარლამენტის მანდატი.

როდესაც ერთხელ წახვალ კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან, განსაკუთრებით ამ დროს, 26 ოქტომბრის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას მეორედაც კომპრომისზე წასვლას სთხოვენ. ჩვენს გუნდს საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ გიორგი გახარია არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ. მის თავზე დამოკლეს მახვილი დაკიდეს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით.

ქართულმა საზოგადოებამ მას [გიორგი გახარიას და მის გუნდს] საშუალება არ მისცა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო ანუ მას [გიორგი გახარიას] ყურადღების გამახვილება საზოგადოებრივ აზრზე მოუწია (მე რამდენადაც ვიცი, მისი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში არ შევიდა). „ქართული ოცნებას“ [სურს] თავი დაიზღვიოს, რომ იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ეს მიმდინარეობდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გუნდი არავის მიმართ სოლიდარული არ არის და ყოველთვის ოლიმპოდან გველაპარაკება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ცალსახა პოლიტიკური დევნაა, თუმცა რას ემსახურება? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მისი შესვლის გარანტირებას ემსახურება“, – განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორედ დაიბარა. წულუკიანის თქმით, გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved