• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელმა აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდა – Axios

ალია ავტორი - ალია
11:14 06-15-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,852

ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვას ითხოვდა, რათა გაენადგურებინათ მისი ბირთვული პროგრამა – ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„ისრაელის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა Axios-ს განუცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია შეუერთდეს ოპერაციას და რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი შესაძლებლობა პირადად შესთავაზა პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს“, – ნათქვამია სტატიაში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა პარასკევს უარყო აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო შაბათს მეორე ამერიკელმა, ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ისრაელი მართლაც მოითხოვდა აშშ-ის ჩართვას ომში, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაცია ამ შესაძლებლობას არ განიხილავს.

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა: „ის, რაც დღეს ხდება, თავიდან ასარიდებელი აღარ იყო“. თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევისა, თუ ირანი ამისთვის მზად იქნება. „ირანისთვის მშვიდობის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა არის უარი თქვას საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე“, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ისრაელს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ბომბები ბუნკერების გასანადგურებლად და დიდი ბომბდამშენები, რომლებიც აუცილებელია ირანის გამდიდრების ფორდოუს ქარხნის დასაზიანებლად – ეს ობიექტი მთებშია განლაგებული და სიღრმეშია ჩაშენებული.

ამავე დროს, თუ ფორდოუს ქარხანა ოპერაციის შემდეგ მუშა მდგომარეობაში დარჩება, ისრაელი ვერ მიაღწევს თავის მთავარ მიზანს – ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციას.

გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ფორდოუს განადგურებაში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობის საკითხი არაერთხელ დააყენეს ოპერაციის დაწყებიდანვე. ისრაელის წყაროს ცნობით, აშშ ამ თხოვნას განიხილავს და ისრაელი იმედოვნებს, რომ ტრამპი თანხმობას განაცხადებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved