• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნანუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ!!“ – „მთავარია ამ გზიდან არ გადაუხვიოთ“ – „ჭოხოები“ და ნანუკა ჟორჟოლიანი

ალია ავტორი - ალია
00:07 06-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,093
12 ივნისს, მათე დევიძისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ თსუ-ს მეორე კორპუსის ეზოში გამართული კონცერტის შემდეგ ნატო გელაშვილის შვილებმა, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს:
„მოგესალმებით,
…პირველ რიგში ყველას ბიჭებს ვინც არიან დღეს პატიმარობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც!
მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.
ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას და ქმედებას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრი დაფიქსირებით საზოგადოებაში.
ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეხეება 12 ივნისს, ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადმიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა.
თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთიბა დასრულებულია და
თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.
კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ, ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა ,არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდე ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.
ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.
“სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.
ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება,მშვიდობა და ერთიანობა რაც ყველაზე მეტად გვაკლია!!
ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არამგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული!
და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!
პ.ს. კიდევ გვინდოდა რაღაცეების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას.
მადლობა ყურადღებისთვის,
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები“
„ჭოხოების“ ამ პოზიციას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი:
„მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის“
„ჭოხეობმა“ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალური ქსელითვე უპასუხეს:
„პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს!
ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!
უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.
ადამიანი , რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა
თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე!
ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ!
კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!“
საპასუხო პოსტი დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმაც:
„ჩემთვის მთავარია პატიმრების გვერდით ხართ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
არსად წერია რომ ჩემი გზა აირჩიეთ.
ახლა ყველა პატიოსანი და სწორი ადამიანის გზა, პატიმრების არჩევაზე გადის.
მიხარია რომ სამთავრობო თვითმართველობას გაემიჯნეთ და პატიმარი მათე დევიძე აირჩიეთ.
სწორი გზა ესაა და ამ გზაზე სიარული გააგრძელეთ. მთავარია ამ გზიდან არ გადაუხვიოთ.“
თეგები: ნანუკა ჟორჟოლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved