• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ალია ავტორი - ალია
11:08 06-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

ამერიკელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ამავე საქმეზე 2020 წელს გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და საქმის ხელახლა დაწყება ბრძანა.

7-მა ქალმა და 5-მა კაცმა ნაფიც მსაჯულმა, საქმის ხუთდღიანი განხილვის შემდეგ, ვაინშტაინი სამი ბრალდებიდან ერთში დამნაშავედ ცნეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა კინოპროდიუსერი უდანაშაულოდ ცნეს ერთ ბრალდებაში, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომელიც გაუპატიურებას ეხება, ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც განხილვა გაგრძელდება და ვერდიქტი მომავალ დღეებში გამოცხადდება.

სასამართლო პროცესი სამი ქალის ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობდა:

მირიამ ჰეილი, სატელევიზიო პროდიუსერის ყოფილი ასისტენტი – ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს მასზე 2006 წელს განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობაში;

ჯესიკა მანი, მსახიობი – გაუპატიურების ბრალდება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია;

კაია სოკოლა, მოდელი – ვაინშტაინი უდანაშაულოდ ცნეს მასზე ძალადობაში.

ის, თუ დამატებით რამდენ წლიანი პატიმრობა მიესჯება ვაინშტაინს, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. კინო პროდიუსერს სხვა საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლოს-ანჯელესის სასამართლომ აღნიშნული განაჩენი 2022 წელს გამოიტანა, როდესაც ვაინშტაინი გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის აპრილში გააუქმა იმ მიზეზით, რომ ვაინშტაინის სასამართლო პროცესი სამართლიანად არ წარიმართა, ვინაიდან პროცესზე მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვაინშტაინის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან უშუალო კავშირების არმქონე ქალების ჩვენებების მოსმენაც დასაშვებად მიიჩნია.

ამჟამად 73 წლის ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც სიმსივნე და დიაბეტი აქვს, სასამართლო განხილვას ეტლით ესწრებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved