• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გამოიკვლიეთ ჩვენი ბიოგრაფია, რა გაგვიკეთებია, ვინ ვართ, სად ვართ, მოგვიპარავს რამე ცხოვრებაში, ვინმე გვიცემია” – ონისე ცხადაძე მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
18:53 06-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

„ხშირად მაძლევთ რაღაც ელემენტარულებზე შენიშვნას. გასაგებია, გაძევებაც არ არის პრობლემა, შეიძლება 5 წელი მომიწიოს სრულიად უსამართლოდ ციხეში ყოფნა და ახლა აქედან თუ გამაძევებენ, დიდი არაფერი მაგრამ, უნდა გესმოდეთ, რომ ძალიან რთულია ეს ჩვენთვის“, – ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელმაც მანამდე არაერთხელ ახსენა, რომ ცხადაძეს გააძევებდა, თუმცა საბოლოოდ კიდევ ერთი შენიშვნა მისცა.

ცხადაძემ სასამართლოს კიდევ ერთხელ გაუმარტა, რომ არცერთი პირს დანაშაული არ ჩაუდენია და რასაც ედავებიან, სრულიად აბსურდულია.

„კიდევ ერთხელ და რამდენჯერაც მომეცემა საშუალება ბევრჯერ აგიხსნით, რომ არაფერი ეს არ არის, წეღან ვთქვი სასაცილოა-მეთქი, მაგრამ სასაცილოა ზედაპირულად, თუ არ ჩავუღრმავდებით, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ჩვენ დავინახავთ ერთი და იგივე პროკურორებს აქაც, სხვაგანაც, მერე კიდე სხვაგანაც, ცალ-ცალკე, ერთად, ამ მოსამართლეს აქაც, სხვაგან, კიდევ სხვაგან და ერთი და იგივე შინაარსის საქმეებზე. ამას ხომ ვხედავთ აქ და იმ ყველაფერს მივდივართ მერე ვუყურებთ საკანში, ტელევიზორში, მერე ვბრუნდებით ისევ აქ და იგივე ხდება. მოდის ვიღაც მოწმე, უსვამენ კითხვას, არ სცემს კონკრეტულ პასუხს, მერე პროკურორი ეხმარება მას ფაქტობრივად პასუხის გაცემაში. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ან საერთოდ მინდა წარმოიდგინოთ, რომ აი ერთი წამით, აქედან რომ გახვალთ, დაფიქრდეთ და წარმოიდგინოთ, აი სახლში მიხვედით, მეორე დღე გათენდა და ეს რაღაც არ არსებობს, აი რა შეიცვალა სამყაროში, ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ. ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ, მძიმე, საშიში დამნაშავეები სხედან აქ თუ რა ხდება? ვინმეს რამეს ვუშავებთ?
ბოლოს ერთ რაღაცას ვიტყვი, აქ მოწმეც განაცხადა, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საკითხზეო. ჩემი აზრით, მე მგონი მართალი ვარ ამაში, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება ორ შემთხვევაში საქმეზე, როცა გყავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები საბრალდებო სკამზე, ან როცა გყავს უდანაშაულო ადამიანები. ახლა თქვენ თვითონ გამოიკვლიეთ ჩვენი ბიოგრაფია, რა გაგვიკეთებია, ვინ ვართ, სად ვართ, მოგვიპარავს რამე ცხოვრებაში, ვინმე გვიცემია თუ რა გაგვიკეთებია, ეგ ყველაფერი გამოიძიეთ და მერე მიიღეთ დასკვნა. დანარჩენს, აქ არგუმენტებს, თუ გყავთ ეგეთი ვიღაცა სასწაული, მე ახლა ჩამსვამთ, კი ბატონო, მილიონჯერ მითქვამს, რომ არ მაქვს პრობლემა, უსამართლოც რომ იყო, არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ძალიან რთულია ამის ატანა და ეს მინდა რომ გესმოდეთ“, – თქვა ცხადაძემ.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: ონისე ცხადაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved