„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, თუ რატომ გადაიხადა გირაო, 50 000 ლარის ოდენობით:
„მე შემეძლო არ გადამეხადა გირაო, მაგრამ გადავიხადე იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიწელოს და კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი, არც კონსტიტუცია და არც იმის სურვილი, რომ ვიღაცამ გამბედაობა გამოიჩინოს და თქვას, კონსტიტუცია დაირღვა“
შეგახსენებთ, დღეს წულუკიანის კონისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც იმართება.
კომენტარები