• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევრობარომეტრის კვლევა, რომლითაც EU-ს მიმართ ნდობა შემცირებულია, GORBI-მ ჩაატარა

ალია ავტორი - ალია
18:58 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
522

ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა,GORBI-ს ჩატარებულია – ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, GORBI-მ გამოცემას დაუდასტურა, რომ ევრობარომეტრის კვლევა საქართველოში მათ ჩაატარეს.

GORBI სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო მედია იმედისთვის წინასაარჩევნო ეგზიტპოლებს ატარებს.

ევრობარომეტრის გაზაფხულის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე ჩატარდა, იქამდე კი უკანასკნელი კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებს ასახავდა. კვლევის ფარგლებში საქართველოში 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირს საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% უფრო მეტად ენდობა, 37% მიდრეკილია უნდობლობისკენ, 14%-ს კი პასუხი არ აქვს.

ამასთანავე, შემცირებულია იმ ქართველების წილიც, ვისთვისაც ევროკავშირს დადებითი იმიჯი აქვს – შემოდგომაზე ასეთი 47% იყო, გაზაფხულზე კი – 37%. ახლა 47% ამბობს, რომ ევროკავშირს ნეიტრალურად უყურებს, 14% – ცუდად.

ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა კარგი იქნება საქართველოსთვის. ასე ფიქრობს გამოკითხულების 60%, მაგრამ შემოდგომაზე იმავე აზრზე 69% იყო.

ამასთან, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. გასული წლის მაჩვენებელი 82% იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved