• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
16:58 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

4 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს გმობენ.

ამასთანავე, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ჩატარებაც 2025 წელს იგეგმება.

“[ევროპარლამენტარები] ასევე აღნიშნავენ, რომ მომავალი ადგილობრივი არჩევნები 2025-ში მორიგი ტესტია საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის გამძლეობისთვის. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის კუთხით, როგორც ეს უკვე გამოჩნდა სამშვიდობო საპროტესტო აქციებით, რაც ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა.” – წერია პრესრელიზში.

საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო რეჟიმის მიმართ კრიტიკულ პუნქტებს შეიცავს, კომიტეტის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.

კომიტეტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ მომზადებული ანგარიში წარმოადგენს იმის მაგალითს, “თუ როგორ შეიძლება ქვეყანას შიგნიდან პრორუსული მთავრობა დაეუფლოს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე”.

პრესრელიზში ასევე წერია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აშკარა “შემობრუნების წერტილი იყო” ავტორიტარული მთავრობის მიმართულებით.

“ნაკლოვანმა არჩევნებმა, მათი [ევროპარლამენტარების] თქმით, გზა გაუხსნა მმართველ პარტიას, რომ უკანონოდ ჩაეგდოთ ხელში სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული ბერკეტები, მიეღოთ რეპრესიული კანონმდებლობა მაშინ, როცა ასევე ძლიერ დევნიდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს”. – წერია პრესრელიზში.

ევროპარლამენტარები რეჟიმს კვლავ მოუწოდებენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელსაც ზედამხედველობა საერთაშორისო და დამოუკიდებელმა შიდა დამკვირვებლებმა უნდა გაუწიონ.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ “სანამ ასეთი კენჭისყრა არ შედგება, ისინი [ევროპარლამენტარები] შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას”.

ამავდროულად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები ქართული ოცნების მთავარ მაღალჩინოსნებსა და რეჟიმის ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე.(ტაბულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved