• რეკლამა
  • კონტაქტი
07:42, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებით მიდის პროკურატურიდან აუდიტის სამსახურში გიორგი გაბიტაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:34 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსი ხდება – ის დღეს პოსტზე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

გაბიტაშვილი თანამდებობაზე გასული წლის 18 ივლისს დაინიშნა, 6 წლის ვადით.

აუდიტის სამსახურის მომავალ უფროსს, დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა.

BM.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მომავალი გენერალური აუდიტორი.

 

დეკლარაცია

გაბიტაშვილის დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. გაბიტაშვილმა 2022 წელს 50 000 დოლარად თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე შეიძინა 58,3 კვ.მ ბინა. კიდევ ერთი ბინა 2013 წელს 95 000 დოლარად იყიდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. იქამდე, 2011 წელს თეთრიწყაროს რაიონში შეძენილი აქვს მიწის ორი ნაკვეთი. 2021 წელს წყნეთში მალხაზ
ბასილაშვილთან თანამფლობელობით შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი 200 000 აშშ დოლარად.

მეუღლეს მაგდა მაჩაიძეს ეკუთვნის 25 000 დოლარად 2011 წელს შეძენილი ბინა. დედა მედეა ლომიძე კი, ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას, სახლს, არასაცხოვრებელ ფართს და მიწის ნაკვეთს რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა დროს აქვს მიღებული.

მეუღლეს ეკუთვნის 2022 წელს 19 813 დოლარად შეძენილი Lexus nx 300. სხვა ავტომობილი ოჯახის სახელზე დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ნაღდი ფულის სახით გაბიტაშვილს დანაზოგი აქვს 180 000 ლარი და ასევე, ნაღდი ფულის სახით ინახავს უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ 115 000$ შემოსავალს.

გაბიტაშვილს გენპროკურორის მოადგილის რანგში სახელფასო სარგოს სახით 92 620 ლარი აქვს მიღებული. მისი მეუღლე სახელმწიფო ელექტროსისტემაში მონაცემთა მართვისა და მონიტორინგის
სამსახურის უფროსია და 1 წელში ხელფასის სახით 53 938 ლარი მიიღო. დედა კი, სტატისტიკის სამსახურშია დასაქმებული ადმინისტრაციული სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის
და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის რანგში და ხელფასის სახით მიღებული აქვს 13 881 ლარი.

დეკლარაცია 2023 წელს არის შევსებული და 2022 წლის შემოსავლებს და ხარჯებს ასახავს.

შემოსავალი – უძრავი ქონების გასხვისებისთვის 35 000 აშშ დოლარი; ასევე უძრავი ქონების გაყიდვისთვის მიღებული აქვს 47 000 აშშ დოლარი; იგივე მიზნობრიობით მიიღო 33 000 აშშ დოლარის შემოსავალი. უძრავი ქონების გაქირავებიდან მიიღო 5 000 დოლარის შემოსავალი.

გასავალი – ერთ წელში ბანკის სესხის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 8 368 დოლარი და 3 530 დოლარი. ასევე უძრავი ქონების შეძენისთვის გადაიხადა 50 000 დოლარი .

 

ცნობისთვის, ყოფილმა ხელმძღვანელმა ცოტნე ყავლაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა და ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაბრუნდა. ვინ ჩაანაცვლეს გიორგი გაბიტაშვილს, რომელიც პოსტზე 2024 წლის 18 ივლისიდან იყო უცნობია.

კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

თეგები: გიორგი გაბიტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved