• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
13:47 06-04-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

თანამედროვე ბიზნესფორუმებზე, ტედ თოქებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირად შეხვდებით გმირებს, რომლებიც საკუთარი წარმატებული ბიზნესის გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ. თუმცა, ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იმ მძიმე გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრებენ, თუ როგორ მოუწიათ საკუთარი ბიზნესის „მოკვლა“, იმ საქმის მიტოვება, რაშიც სული და გული, მსუყე ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს.

ასეთი გამბედავები განახლებული ფორმატის „ხუთშაბათის შეხვედრების“  მთავარი სპიკერები“ ელენე ზამთარაძე (ჰოსტელ „შავი პომიდვრის“ დამფუძნებელი) და გაბრიელ მელივა – ტექ ანტრეპრენერი აღმოჩდნენ.

ელენემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ქუთაისის ისტორიულ უბანში, ჰოსტელის გახსნის დროს  გადააწყდა. თავგადასავლების მოყვარული სოლო ტურისტებისთვის გათვლილი სოციალური სივრცის მართვა დედაქალაქიდან  წარმატებული, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი ჯერ კოვიდმა მოკლა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი  გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად თავად მიიღო.

“იმ ინვესტიციის ამოღებას, რომელიც საქმეში ჩავდეთ,ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნდა გაგვეაზრებინა: გვინდოდა მოცდა და ძირითადი სამსახურის პარალელურად ამ საქმის მართვა თუ – არა. ჩვენ „მოკვლის“ გადაწყვეტილება მივიღეთ“, –“აღიარა” ელენემ.

ელენესგან განსხვავებით,  ბიზნესების მოკვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს გაბრიელ მელივას. წარმატებული ბანკირის პირველი საქმე, ჰოთდოგები ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც სადგურის მოედნისა და მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს გახსნა. გახსნა და მალევე ინანა. მას შემდეგ, ბევრი  სხვა ბიზნესი ააწყო  და ძალიან წარმატებულიც, თუმცა ყველა გადაწყვეტილება, როდესაც „მოკვლას“ ეხებოდა, გააზრებული და ნაფიქრი იყო.

სპიკერების გულწრფელობამ აუდიტორიაში სხვასაც მოანდომა საკუთარი წარუმატებელი ისტორიის აღიარება, ამიტომ   მრგვალ მაგიდას დამატებით სამი სკამი დაემატა.

ცოტნე ყალუჩავამ, რომელმაც ველოსიპედზე მოძრავი საყავე ცოტა ხნის წინ „დაამუხრუჭა“, საკუთარ მაგალითზე ახსნა ის სირთულეები, რაც ბიზნესის მართვის პროცესს ახლავს.

„ჩემს ყავის აპარატს წინა მხრიდან რომ შეხედოთ ისეთ პრიალა ზედაპირს, ლამაზ ბრენდინგს დაინახავთ, ყავის დალევის სურვილს რომ გაგიჩენთ. საკმარისია, მეორე მხრიდან მოუაროთ და დაინახავთ ალაგ-ალაგ ამომწვარ ხის დეტალებს. ასეა ბიზნესიც, გარედან მიმზიდველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უამრავი შრომა დევს.თუმცა,დროულად უნდა მიხვდე, რომ  ყავა არ გადმოვიდეს და ყველაფერი არ გაფუჭდეს“-ამბობს ის.

გური სიჭინავამ, რომელმაც ახლახან საკუთარი პრინტინგ ბიზნესი „მოკლა“ ( როგორც ამბობს დროებით) პროცესის ემოციურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქმის შეჩერება, ხანდახან  ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იდეას აღარ აქვს ზრდის პოტენციალი და შენს ძალასა და რესურსს უმჯობესია თუ  სხვა მიმართულებას მოახმარ.

„ჩემი ლექტორისგან მუდამ მახსოვს ფრაზა, რომ ბიზნესში ორი დიდი და 4 მცირე გასასვლელია,“-აღნიშნა  ტანსაცმლის ბრენდის „რუმორის“ დამფუძნებელმა მარიამ ( მაკუნა) გოგიბედაშვილმა, რომელმაც  ბიზნესმოდელი სრულიად შეცვალა და უნიფორმების წარმოებაზე გადავიდა.

მიუხედავად  განსხვავებული ისტორიებისა, არც ერთ სპიკერს არ უნანია საქმის წამოწყება. თითოეულმამათგანმა ამ პროცესით ბევრი რამ ისწავლა და დიდი გამოცდილებაც მიიღო.

თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება. ივნისის თვის სესიის თემატიკის და სპიკერების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved