დღეს დილით ხანძარი იყო ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. – წერს გურია ნიუსი.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, სახლში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობდა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო- სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ხსენებულ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ადრეც გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
კომენტარები