• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

ალია ავტორი - ალია
18:12 05-29-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245
  • საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
  • „კურორტ საირმის“ ვიზიტორები ირმების ნახვას არა მხოლოდ ტყესა და სპეციალურ საშენებში, არამედ ბუნებრივ გარემოშიც შეძლებენ .
  • „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე ბოლო 6 თვეში უკვე 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.

ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

 

რა ინვესტიცია განხორციელდა 6 თვეში?

აღსანიშნავია, რომ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

 

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.

ტყეში შეტანილია საკვები გარეული ცხოველებისათვის. ასევე მოეწყო მოსასვენებელი, საპიკნიკე სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია ინვენტარით, მათ შორის, ცეცხლმაქრებით, ხანძრის პრევენციისთვის.

 

რა გეგმები აქვს „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“?

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი.

დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.

ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის – საკვების შეტანა ინტენსიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები.

ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცესი, მათ შორის, რეინჯერების მიღება, რომლებიც ტყის უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

გარდა რეინჯერებისა, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეც დასაქმდება. მათ შორის, ისინი გადამზადდებიან და დასაქმდებიან როგორც ფერმის მშენებლობის დროს, ისე თავად ფერმაში.

ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები 5 წლის განმავლობაში შესრულდება.

 

(R)
თეგები: საირმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved