• რეკლამა
  • კონტაქტი
12:15, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უამრავ ადამიანს დატოვებენ უმუშევარს, რომელთაც თავისა და ოჯახების გადასარჩენად ერთი გზაღა დარჩებათ“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
00:30 05-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,616

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

–ბატონო გიორგი, საყოველთაო აღწერა ჩატარდა ქვეყანაში და მისი შედეგები არ გამოქვეყნებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ეს შედეგები იმიტომ არ ქვეყნდება, რომ სურათი კატასტროფულია–ეროვნებით ქართველი მილიონნახევარიც აღარ არის ქვეყანაში და ხალხის რეაქციისა ეშენია „ხელისუფლებას“, რომელმაც უცხოტომელებს ფართოდ გაუღო კარი და უვიზო მიმოსვლა დააწესა ისეთი ქვყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც სხვა ქვეყნები ვიზასაც არ აძლევენ.

-კი, საყოველთაო აღწერის შედეგები არის სრული კატასტროფა. ქართველები საქართველოში დარჩენილნი ვართ 1 მილიონ 340 000, ეს არის ამ აღწერის შედეგად დადებული ციფრი, რომელმაც გამოჟონა.  აქამდე ხომ გვეუბნებოდნენ, რომ 3 მილიონ 700 000  საქართველოს  მოქალაქე იყო ქვეყანაში. ახლა გამოდის, რომ უკვე უმცირესობაში ვართ ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში, ჩვენზე მეტნი უცხოელები არიან. ახლა მე გეტყვით საინტერესო ციფრებს. 5 წელია უკვე, შობადობას გადაასწრო სიკვდილიანობამ. 1994 წელს, 1 მილიონ 200 000 რეპროდუქციული ასაკის ქალი იყო, ითვლიან 15-დან 49 წლამდე. ახლა ეს ციფი არის  800 000, 400 ათასით შემცირდა.   ეს ნიშნავს, რომ ეს კლება კიდევ გაგრძელდება და მოიმატებს უცხოელთა რაოდენობა, რომლებიც აქ ცხოვრობენ და  4-5 და მეტ შვილს აჩენენ. ამ ხელისუფლების პირობებში, 500 000 ადამიანია წასული ქვეყნიდან უცხოეთში. 75 000 უცხოელს მისცეს ბინადრობის უფლება და უმეტესობა სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენელია, სადაც მრავალშვილიანობა ტრადიციაა. იყიდიან აქ ქონებას და მერე იღებენ ცხოვრების ნებართვასაც. შემდეგ ეტაპობრივად გადიან პროცედურებს და ბევრი  იღებს  საქართველოს მოქალაქეობას. ახლა  დამატებით კიდევ 17 სახელმწიფოს დაუწესეს უვიზო რეჟიმი და

მალე მიგრანტთა უზარმაზარი ტალღა წამოვა საქართველოში. ამ ჩამონათვალშია სომალი, მეკობრეების ქვეყანა, ავღანეთი, რომელსაც ოფიციალურად ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ მართავს. მსოფლიოში ნარკოტიკების 80% ავღანური წარმოშობისაა, ისედაც  უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ და ეს კიდევ დაამძიმებს მას.

იემენს დაუწესეს უვიზო მიმოსვლა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავთ არა მარტო ამერიკას, ევროპას და ე.წ.კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს, არამედ არაბეთისა და სხვა მუსულმანურ ქვეყნებსაც კი, დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვთ იემენთან და  ესენი საქართველოში ეპატიჟებიან იემენელებს. ამ ჩამონათვალშია სირია, ბანგლადეში, განა, უგანდა, კოტ დიუვარი, კონგო, ტანზანია, სუდანი, ბანგლადეში. ყველა ამ ქვეყანაში სიღატაკეა, გაეროს  სტანდარტებით,  ქვეყანა, სადაც მოსახლეობას  ერთ სულ მოსახლეზე   3 დოლარს ქვემოთ აქვს შემოსავალი, ღატაკ ქვეყნად ითვლება.  ამ კრიტერიუმით, ღატაკ ქვეყნებად ითვლებიან ის ქვეყნები, რომელთაც ახლა უვიზო რეჟიმი დაუწესეს. საქართველოში მაღალი ხელფასები არ არის კერძო სექტორში, მაგრამ

ადამიანს  დღეში 3 დოლარიც რომ არ აქვს, სადღაც 8 ლარი, ის საქართველოში ჩამოვა და დღეში 25- 30 ლარად სიამოვნებით იმუშავებს, სულ თუ არაფერი, შიმშილით არ გასძვრება სული და შიშველი თუ ნახევრად შიშველი  არ ივლის. ეს ხალხი, ეს იაფი მუშახელი ჩაანაცვლებს ადგილობრივ მოსახლეობას,

რომელსაც შედარებით მეტს უხდის ბიზნესი და  უამრავ ადამიანს დატოვებენ უმუშევარს, რომელთაც თავისა და ოჯახების გადასარჩენად  უცხოეთში წასვლის გარდა,  სხვა გზა აღარ დარჩებათ. შაჰ-აბასმა 400 000  კაცი გაასახლა საქართველოდან. დაიპყრო ქვეყანა ომით, გადაწვა და გაანადგურა საქართველო და ძალით წაასხვა ეს ხალხი ქვეყნიდან. ბიძინა ივანიშვილმა 500 000 კაცი გააქცია 12 წელიწადში ქვეყნიდან. სამართლიანობისთვის აუცილებლად ვიტყვი, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების პირობებშიც ბევრმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, შევარდნაძის დროს აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოს კონფლიქტი იყო და ამის გამო ბევრი წავიდა საქართველოდან. ეროვნული კატასტროფის წინაშე ვდგავართ.თუ ეთნიკურად ქართველი არ იქნება უმეტესობა ქვეყანაში, იქ უკვე იდენტობა იკარგება, ენა იკარგება, ტრადიციები, ადათ-წესები იკარგება. ეს კი  უკვე აღარ იქნება ქართული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, სახელი რა ერქმევა მას.

 

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved