• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარკო რუბიო: ვაცხადებ ახალ სავიზო შეზღუდვებს, იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურების თანამონაწილეები არიან

ალია ავტორი - ალია
21:40 05-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
584

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით სავიზო შეზღუდვა შეეხება იმ პირებს, რომლებიც ამერიკელების სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებას უზღუდავენ, თუმცა მარკო რუბიოს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.

“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უცხოური ხელისუფლება ამერიკელებს აჯარიმებდა, ავიწროებდა და ბრალდებებსაც კი უყენებდა სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო.

დღეს მე ვაცხადებ ვიზების შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება უცხოელ თანამდებობის პირებსა და იმ პირებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურებაში მონაწილეობენ.

სიტყვის თავისუფლება აუცილებელია ამერიკული ცხოვრების წესისთვის – ეს არის თანდაყოლილი უფლება, რომელზეც უფლებამოსილება უცხოურ მთავრობებს არ აქვთ.

უცხოელები, რომლებიც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობენ, არ უნდა სარგებლობდნენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის პრივილეგიით. ლათინურ ამერიკაში, ევროპაში თუ სხვაგან, დასრულდა პასიური მოპყრობის დღეები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობს.” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა შეესაბამება იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონს, რომელიც სახელმწიფო მდივანს აძლევს უფლებამოსილებას, არ დაუშვას ნებისმიერი უცხოელის შემოსვლა, რომლის შეერთებულ შტატებში შესვლასაც „ შესაძლოა შეერთებული შტატებისთვის სერიოზული უარყოფითი საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს“. ეს შეზღუდვები შეიძლება მოიცავდეს სანქცირებული პირების ოჯახის გარკვეულ წევრებსაც.(მთავარი არხი)

თეგები: მარკო რუბიო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved