• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

ალია ავტორი - ალია
17:57 05-27-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

ლიბერთი  ,,ბიზნეს დიალოგის” ფარგლებში კახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები,  ,,აწარმოე საქართველოში” და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ლიბერთის ინიციატივა– ,,ბიზნეს დიალოგი“ უკვემეხუთე წელია რაც ხორციელდება და  წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. 

ასეთი შეხვედრების მიზანია,  უშუალო კავშირი ლიბერთის  არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი 

კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთი გაიცნონ, გამოცდილება გაუზიარონ და აგრო და ბიზნესკომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახები საუბრონ.

კახეთის რეგიონში შეხვედრისას  ლიბერთიმ  შესაძლებლობებთან ერთად  პარტნიორებს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მომავალში დაგეგმილი  სამომავლო პროექტებიც გააცნო. 

,,სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან,როგორც სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერის, ასევე  რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ლიბერთი, არამხოლოდ არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელიბანკია, არამედ ერთ-ერთი პირველი პარტნიორია ჩვენი ახალი ინიციატივის -მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც. 
სააგენტოსთვის,  ძალიან ღირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც მეწარმეებს,  მცირე და საშუალო ბიზნესისისთვის სახელმწიფო  მხარდაჭერის შესაძლებლობებზე ამომწურავი ინფორმაციას დიალოგის ფორმატით ვაწვდით. მსგავსი პლატფორმები იძლევა როგორც ინფორმაციის გავრცელების, ასევე მეწარმეების რეალური საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას” – ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

,,კახეთის რეგიონში, ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრა,  საუკეთესო შესაძლებლობაა, დაინტერესებულ პირებს უშუალოდ გავაცნოთ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამები  სოფლის მეურნეობის ყველა კომპონენტს მოიცავს და მიზნად ისახავს როგორც არსებული საწარმოებისა და მეურნეობების გაძლიერებას, ასევე ახალი ბიზნესების შექმნის ხელშეწყობას. 

ჩვენი სააგენტო  სხვადასხვა თანადაფინანსების პროგრამებს ახორციელებს კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, მათ შორის აღსანიშნავია, ლიბერთი ბანკთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება” – ანდრია ქიტესაშვილი – სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი.

,, ლიბერთი აგრძელებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესთან. ,,ბიზნეს დიალოგის“ ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს  პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი  სამომავლო პროექტები.  ვიმედოვნებთ,  მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და  მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.   

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500– მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

 (R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved