• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინს რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს” – ტრამპი

ალია ავტორი - ალია
11:33 05-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

რუსეთის მიერ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვლადიმერ პუტინით “უკმაყოფილოა” და მას “აბსოლუტურად გიჟი” უწოდა.

“მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის უმიზეზოდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. რაკეტებს და დრონებს ესვრის უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს რუსეთის დაცემამდე მიგვიყვანს!” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

ჟურნალისტების კითხვაზე  განიხილავდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას, ტრამპმა უპასუხა: “აბსოლუტურად”.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის “დუმილი” რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს ამხნევებდა და აშშ-ს მოსკოვზე “ძლიერი ზეწოლის” – მათ შორის უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა. რაზეც ტრამპმა დაწერა, რომ ზელენსკი თავისი საუბრით უკრაინას “არანაირ სამსახურს არ უწევს”.

“ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკი არანაირ სამსახურს არ უწევს თავის ქვეყანას ასე საუბრით. ყველაფერი, რაც მის პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის, ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა “ტრამპის”, მე მხოლოდ ვეხმარები დიდი და საშინელი ცეცხლის ჩაქრობაში, რომლებიც უხეში არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო,” – წერს ტრამპი. 

შეგახსენებთ, რომ 25 მაისის ღამეს, 367 დრონითა და რაკეტით რუსეთის თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. დაშავდა 60-ზე მეტი პირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved