• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა

ალია ავტორი - ალია
12:42 05-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა”, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რომლითაც მოთხოვნილია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს წარადგინეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაცია და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.

მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსაგან განსხვავებით წარმოადგენს საერთო სამართლის ქვეყანას. საერთო სამართლის ქვეყნებს ახასიათებს ფართოდ ფორმულირებული ტერმინები, ვინაიდან ამ სამართლებრივ სისტემაში სამართალია ის, რასაც სასამართლო დაადგენს (Marbury v. Madison, 5 U.S. 137 (1803). კონტინენტური სამართლის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, თავად კანონის ტექსტი უნდა იძლეოდეს სამართლებრივი ვალდებულების დადგენის შესაძლებლობას. ჩვენი სისტემა ფუნდამენტურად გამორიცხავს იმგვარი ზოგადი ნორმის მიღების შესაძლებლობას, სადაც კანონმდებლის ფუნქციას მოსამართლე კისრულობს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ნორმებს, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა ხდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენს სისტემაში ხდება საერთო-სამართლის ინსტიტუტების გადმოღება, არ არის საკმარისი საერთო სამართლის ქვეყნის კანონის თარგმნა. აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული საერთო სამართლის ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა. აშშ-ს სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დონორისაგან დაფინანსების მიღების ფაქტი, თავისთავად, არ აქცევს მის მიმღებს დონორის მითითების ან კონტროლის ქვეშ მყოფ სუბიექტად. ასეთ შემთხვევაში სუბსიდიის მიმღებს არ მოეთხოვება დონორის აგენტად რეგისტრაცია. კორპორაციები, რომლებიც იღებენ უცხოელი პრინციპალებისაგან ფინანსურ დახმარებას, ისე რომ არ ექვემდებარებიან უცხოური პრინციპალის კონტროლს, არ არიან აგენტები FARA-ს მიზნებისათვის.

საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმსარულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსიულებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოსა და პროკურატურას, არსებობს რეალური საფრთხე, რომ FARA-ს ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, გამოიყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა დაჩაგრულ ჯგუფს, ეწინააღმდეგენიან სისტემურ წამებას, ამხელენ ,,ქართული ოცნების” ანტი-ევროპულ კურსს, კორუფციულ გარიგებებს, აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა დამაზიანებელ პრაქტიკებს და სხვა.

„ქართული ოცნების” ფარას დებულებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ქმნის რეალურ საფრთხეს, მოხდეს მისი გამოყენება დამოუკიდებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების გასაჩუმებლად და დასასჯელად. ამას ადასტურებს ის ფართო ინტერპრეტაციებიც, რომლებიც ამ კანონთან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კანონის ამოქმედებიდან წარმოშობილი მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწრაფად და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ სამართლებრივი ბრძოლის ყველა ფორმა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved