• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თვალს ვადევნებ, როგორ დაიყო კუტოკებად პროტესტი და რა ანტაგონიზმი დაიწყო ამ კუტოკებს შორის” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:39 05-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,741

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ქართული ოცნება ობიექტურად არის უმძიმეს დღეში. არაღიარება მისთვის გამანადგურებელია. უკვე იმ ზღვრამდე მიდის სიტუაცია, რომ მალე უდიდეს დარტყმებს მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა და ზუსტად ისე მოექცევიან საქართველოს დასავლეთიდან, როგორც რუსეთს. მათ შორის სანქციების საკითხში, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ, მაინც პარტნიორობას უფრთხილდებოდნენ და პატიობდნენ ბევრ რამეს. ამ ტრაექტორიის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანას წლის ბოლომდე სრული კოლაფსი ელის. ეს ოცნებამაც მშვენივრად იცის. რუსეთი ვერაფერს უშველის და არც უშველის. რუსეთი ისე მოექცევა კობახიძე–ივანიშვილს, როგორც ვასალებს ექცევახოლმე, ანუ სახეს აახევს ბოლომდე. და აკეთებს კიდევაც. ამ გზით და ამ ფორმით ძალაუფლებას უბრალოდ ვერ შეინარჩუნებს ივანიშვილი, სულ რომ ციხეში გამოკეტოს ნახევარი საქართველო. შეუძლებელია ივანიშვილი ამას არ აცნობიერებდეს. ყველაზე კარგად მან იცის რა ცუდად არის საქმე. ოცნება ოცნებობს, რომ ვინმე მაინც დაელაპარაკოს და არაპირდაპირი ნიშნები მაინც მიიღოს აღიარების. თუ სადმე ხმა მიუწვდებათ ამტკიცებენ, პროტესტი ჩაქრა, პრობლემა აღარ არის და დაგველაპარაკეთო. ანუ, მთავარი პრობლემა ამათთვის არის პროტესტი. სანამ არის პროტესტი, არავინ ამათ არ აღიარებს. და რა ხდება ამ დროს აქეთ? ვარ ჩუმად და თვალს ვადევნებ, როგორ დაიყო კუტოკებად პროტესტი და რა ანტაგონიზმი დაიწყო ამ კუტოკებს შორის. 26 მაისისთვის, როცა წესით ერთიანობის და პროტესტის უწყვეტობის დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ, უკვე რამდენიმე სხვადასხვა აქცია შემომხვდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე დაანონსებული. ვიღაცეები წერენ საერთოდ არ წავალო. შეგნებულად არ ვაკონკრეტებ არავის, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ვინ არის ის, ვინც დანარჩენებს არ ელაპარაკება, რა არის მიზეზი, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. არ მაინტერესებს. ყველა იქნებით კობახიძეზე უარესები, ვინც 26 მაისს ცალკე დააანონსებთ, ისე, რომ სხვა ჯგუფებთან არ იქნებით კოორდინირებული და შეთანხმებული. როგორც გინდათ ისე დაელაპარაკეთ და მოელაპარაკეთ ერთმანეთს. აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ, მიწერეთ, შეიკრიბეთ, ან ისე შეთანხმდით. თუ ბოდიშია მოსახდელი, მოუხადეთ ბოდიში და დადეთ ერთი სცენარი 26 მაისისთვის. ნებისმიერი კუტოკი, ვინც მეორე კუტოკს კბენს ამ მომენტში ჩემთვის გულის ამრევია. დაგავიწყდათ რა დევს სასწორზე?“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

13:03 09-02-2026
ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved