505
თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში გუშინ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ცნობებით, დაშავებული მამაკაცი ადგილიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა – კაცს დაზიანებები აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
კომენტარები