• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია 5 პირი – შსს

ალია ავტორი - ალია
12:14 05-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1985 წელს დაბადებული ს.მ., 1969 წელს დაბადებული ი.შ. და წარსულში ნასამართლევები – 1980 წელს დაბადებული მ.ე. და 1982 წელს დაბადებული ი.ა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.” ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 173-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved