საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
აქედან 2 ადამიანი მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრები არიან, რომლებიც მანქანასთან ერთად დღეს დილით ამოიყვანეს. კიდევ 2 ცხედარი ავტომობილის ძებნის დროს აღმოაჩინეს – ერთ-ერთი მათგანი 44 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვაა, ხოლო კაცის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საგანგებოს ცნობით, ავტომობილის კიდევ ერთ მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარები