თბილისში, გვიან ღამით, მტკვარში მანქანა გადავარდა. შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ის კონტაქტური იყო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა, 4 ადამიანი იმყოფებოდა.
მდინარეში მათი ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კომენტარები