• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად

ალია ავტორი - ალია
14:20 05-06-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს  ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ.

 

გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრები „სიესტას“ იწყობენ და ბალახს პირს აღარ აკარებენ.

 

ჯუნო ჩიბურდანიძის ოჯახი თავიდანვე მესაქონლეობას მისდევდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ისიც ახალსოფელში დაბრუნდა და მამის საქმე გააგრძელა.

 

დილა და საქმე კი იგივე იყო, თუმცა 15 წლის წინ მასშტაბები შეიცვალა. ჩიბურდანიძეებმა შეღავათიანი აგროკრედიტით ახალი ფერმის აშენება შეძლეს, მეცხვარეეები დაიქირავეს და 3 000  თუშურ ცხვარს დაუწყეს მოვლა-მწყემსვა.

 

„ფერმა არ გაპატიებს სიზარმაცეს, დაუგეგმავ დღეს, ცუდად მომზადებულ ზამთარს. უამრავი წვრილმანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. ხშირად შეუცვალო საძოვარი, მუდმივად აკონტროლო  ცხვრების ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი შრომასა და ცოდნას მოითხოვს. თიბისი არა მხოლოდ მე მეხმარება განვითარებაში, საშუალებასაც მაძლევს მინიმუმ ათი ადამიანი დავასაქმო“- გვიხსნის ჯუნო.

 

საქართველოში მეცხვარეობა ათასწლეულებს რომ ითვლის, ამას არგონავტების მითიც კი ადასტურებს. ამ ლეგენდაშიც ბერძნების მთავარი ინტერესი ოქროს საწმისი- იგივე მოოქრული ცხვრის ტყავია.

 

უცნაური, მაგრამ ჯიუტი ფაქტია, რომ ცხვრის მოვლის ამხელა ტრადიციისა და ავთენტური ჯიშების გამორჩეულობის მიუხედავად, საქართველოში ცხვრის სიყვარული მთებში შეფენილი თეთრი ფარას ფოტოებს, ან აღდგომის დღეებში მომზადებულ ბატკნის ჩაქაფულს ვერ გასცდა. ის ვერ იქცა  ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად. ჯინო ჩიბურდანიძეც ყოველწლიურად 1500- მდე  ცხვარს  უცხოელებზე ჰყიდის.

 

„ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო არეალი  გალფის ქვეყნები, ასევე ირანია. დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში იწყებენ რეალიზატორები ჩამოსვლას. ჩვენ  მხოლოდ მამალ ცხვარს ვყიდით, მათი ასაკი 4-5 თვეა. საოცრად მოსწონთ, რადგან მთელი წლის მანძილზე გამორჩეული ბალახით იკვებება საძოვრებზე, რაც მის ხორცს განსაკუთრებულს ხდის“-ამბობს ჯუნო.

 

იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. მატყლის გადაყრა უწევთ. არადა, თანამედროვე მსოფლიოში მატყლი  ეკომეგობრულ ნედლეულადმიიჩნევა, რომლისგანაც იწარმოება თერმულად რეგულირებადი ტანსაცმელი, სახლის თბოიზოლაცია და ბიოდეგრადირებადი ტომრები.

 

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ცხვრის ხორცი არაპოპულარულია, მისი სპეციფიკური სუნია. ფერმერი ამის მიზეზსაც გვიხსნის.

 

„აუცილებელია რომ ცხოველს მუდმივად შეუცვალო საძოვარი, მოუარო. მრავალფეროვანი საკვების და ყურადღების პირობებში ცხვარს სუნი არაქვს“.

 

საძოვარი მინდვრები  იჯარით აქვთ აღებული. ზაფხულობით ფარას ნინოწმინდისკენ, ჯავახეთის მთებში მიერეკებიან, თურქეთის საზღვართან. გზა პატარა ბატკნებისთვის დამღლელია, ამიტომ  ხშირად მანქანებში ისვამენ.

 

„ბუნებრივია, წლებმა გამოცდილება შემძინა. როგორც კი შევხედავ ცხვარს უკვე ვხვდები რა აწუხებს“- გვიყვება ჯუნო, რომელიც საუბრის მომენტშიც მინდორში, სხვა მყემსებთან ერთადაა.

 

მსოფლიოში ცხვრის ხორცი მე-4 ადგილზეა მოხმარების მიხედვით, ხოლო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ცხვრის ექსპორტით მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. ავსტრალიისრამდენიმე უნივერსიტეტში ცხვრის გენეტიკასა და მეცხვარეობის მენეჯმენტს სამაგისტრო პროგრამაშიც კი სწავლობენ.

 

მსოფლიოში უკვე არსებობს პლატფორმები, სადაც ფერმერი თითოეული ცხვრის GPS ლოკაციას, ჯანმრთელობის მონაცემებს და საკვების სტატუსს „ლაივ“ რეჟიმში ამოწმებს ამოწმებს. ჩიბურდანიძის ფერმაში ეს ყველაფერი ჯერ თვალით და გამოცდილებით ხდება მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მათ ბატკნებსაც ჰქონდეთ პროფილები ციფრულ ფარაში.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved