,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე ,,ქართული ოცნების” დაგეგმილ ყრილობასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება:
,,ხვალ ყრილობა აქვთ. არც ადგილს ამბობენ და არც დროს. ან ჩუმად ამბობენ. მოკლედ შეუსაბამოდ მოკრძალებულად აპირებენ ამ ბუმბერაზი მოვლენის გადაგორებას. მესმის, პროტესტს არ ძინავს, პოლიციელებს ეზარებათ თქვენი დაცვა, დეპუტატებს მოსვლა, კანდიდატები ფეხს ითრევენ, თანამდებობის დაკავება მეგობარი აქტის ფონზე ფრიად სარისკო გახდა, მომხრეების მობილიზება ჭირს ( გაძვირდა მოახლოებული კრახის გამო), რუსეთი შორსაა, ამერიკა აქვეა ყურის ძირში, მოკლედ ბევრი შარი და ხიფათია დადარაჯებული, მაგრამ ახლა ყრილობის არ ჩატარება კიდე უფრო დიდი კატასტროფა იქნება.
პ.ს. ხალხი უკვე ნერვიულობს, დროზე გვამცნეთ დრო და ადგილი. ნუ გაუცრუებთ იმედებს საპროტესტო საზოგადოებას.“
კომენტარები