• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლომ ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 872 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის გადახდა დააკისრა

ალია ავტორი - ალია
12:28 05-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც, 3 მაისის დილის 10:30 საათის მონაცემებით, 872.081 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მისი თქმით, თუ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი. საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 7 დღიანი ვადა განსაზღვრა. ასევე, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ქონების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინები დაებრუნებინა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მან ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. თუ აღმოჩნდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ეს ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ იგი ვალდებულება ექნება, რომ მოსარჩელეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულების თანხა, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“,- განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, სოფო ქურთაულის შეფასებით კი, „სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, რომ აღნიშნული საქმე გამარტივებული წესით განეხილა, საქმე განხილული უნდა ყოფილიყო საერთო სასარჩელო წესით, რადგან განაჩენის გასაჩივრების ვადა გასული არ არის“. მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ განაჩენი 2 ინსტანციაში გაასაჩივროს.

„მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას სარჩელის შეტანამდე დაადეს ყადაღა და დაყადაღებულია არამარტო ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირთა ქონებებიც, რომლებიც საქმეში არ ყოფილან ჩართულები. დღევანდელი გადაწყვეტილებით, კი სასამართლომ დაადგინა – დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ბაჩიაშვილისა და სხვა პირთა ქონების რეალიზაციას.

ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, მაგრამ გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. რაც ნიშნავს, იმას, რომ ჩვენი საჩივრის მიუხედავად, მოსარჩელე ამას აღსრულების ეროვნულ ბიუროში წაიღებს და იძულებით აღსრულების პროცედურას მოითხოვს.

სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენსაც კი გასცდა, სასამართლომ არამარტო ბიტკოინებს დაბრუნება დაადგინა, არამედ თუ ვერ დაბრუნდებაო, სამომავლოდ, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტში რა ღირებულებაც ექნება ბიტკოინს, ის თანხა გადაიხადოს ბაჩიაშვილმაო“,- განაცხადა სოფო ქურთაულმა.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved