რუმინეთს უვიზო მიმოსვლის პროგრამიდან ამოიღებენ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუმინეთის უვიზო პროგრამიდან გარიცხვა „საზღვრისა და იმიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა“ და თავად პროგრამის სანდოობის გარანტირების აუცილებლობით ახსნა.
„მადლიერები ვართ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რუმინეთთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შესაძლოა, მომავალში რუმინეთის პროგრამაში ჩართვის საკითხი ხელახლა განვიხილოთ“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ, ტრიშა მაკლაფლინმა.
კომენტარები