• რეკლამა
  • კონტაქტი
12:44, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თუ ადრე ვამბობდით, რომ ყველა ნულია და მთავარია ივანიშვილი, ახლა შეგვიძლია ივანიშვილიც გამოვრიცხოთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:31 04-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,519

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ზედმეტად რომ აღარ დავხარჯოთ გაოცების სიტყვები და არ ვიძახოთ ესენი ვინ ყოფილან, ეს როგორ გააკეთეს, ორსულ ქალს როგორ შეუვარდნენ სახლში და ა.შ.:

ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე. გამოძიებისთვის რა ფასეული ინფორმაცია შეიძლებოდა ამოეღოთ ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებიდან, მითუმეტეს მარიამ გეგუჩაძის სახლიდან? არავითარი. და მანაც მშვენივრად იცოდა ეს, ვინც დაგეგმა. ან საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით როგორ შეიძლება თუნდაც ძალიან ცუდ ხელისუფლებას ეს მარაზმი აწყობდეს? ეს კითხვები შეგვიძლია აღარ დავსვათ. ლოგიკის ძებნასაც უნდა მოვეშვათ.

ეს ყველაფერი უბრალოდ რუსული სპეცოპერაციაა. რუსები ზუსტად იმ სცენარს აკეთებინებენ ამათ, რა სცენარიც წლების წინ დაიწყეს რუსეთში და “წარმატებით“ დაამთავრეს, ანუ გაწმინდეს ქვეყანა – ზოგი ციხეში ჩააგდეს, ზოგი გააქციეს, ზოგი მოკლეს. დიახ, ზუსტად ორსულ ქალს მცირეწლოვანი ბავშვით უნდა შეუვარდნენ დილით სახლში, ზუსტად ჟურნალისტი ქალი უნდა ვნახოთ ყოველდღე გისოსებს მიღმა, რომ რამე ილუზიები არ გაგვიჩნდეს და რუსიც კმაყოფილი იყოს, რომ აქ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, აქაც რუსეთი აქვს და მისი გეგმით მიდის ყველაფერი. თუ ადრე ვამბობდით, რომ ყველა ნულია და მთავარია ივანიშვილი, ახლა შეგვიძლია ივანიშვილიც გამოვრიცხოთ. პირდაპირ პუტინი და ეფესბე მოქმედებს აქ. ამ საცოდავებს სახეს აახევენ, რომ არცკი გაბედონ სანქციების შიშით ან რამე სხვა მოტივებით დასავლეთისკენ გახედვაც კი.

ასე ექცევა რუსეთი თავის ვასალებს. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად უკვე პირდაპირ რუსეთთან გვაქვს საქმე. შემოსულია აქ რუსეთი ბოლომდე. კობახიძე უბრალოდ რუსული ტანკია, ყველანი – მდინარაძე–პაპუაშვილიანად რუსული ტანკები არიან ფაქტიურად. ეს უნდა ვიცოდეთ და ისე ვიმოქმედოთ. მათ კი, ვინც ამ ყველაფერში ისე მონაწილეობთ, რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რას ემსახურებით გეტყვით: არ შედგება აქ რუსეთი. ვერ იქნება საქართველო რუსეთი. ათობით ათასი ადამიანი შეაკვდება ამ საქმეს და ამას არ დაუშვებს. შენ, ვინც დღეს ორსულ გოგოს შეუვარდი სახლში, მთელი ცხოვრება სამარცხვინო და საფურთხებელი იქნები. შენ რუსი ომონელი ვერ იქნები, რომელმაც ორასი წელი შეიძლება ისე იცხოვროს 12 მილიონიან მოსკოვში რომ მეზობელმა სახეზე ვერ იცნოს. შენ ორ დღეში აღმოაჩენ, რომ ის გოგო შეიძლება შენი დის კლასელის ბიძაშვილია ან ბავშვობის მეგობრის დეიდაშვილი. ნუ უკეთებთ ამას საკუთარ თავს და ამ ქვეყანას.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved