• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:14 04-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
835

ვერძი

ამ დღეს თავშეკავება და სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი ვითარება შეიქმნას, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულებისა და მომავალი პროექტების დაგეგმვისთვის. ჯობს საღამო ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

კურო

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსურ საკითხებზე უნდა გადაიტანოთ. მოსალოდნელია მოგებიანი შეთავაზება ან დაუგეგმავი შემოსავლები, თუმცა სიფრთხილე გმართებთ — ფულს დაუფიქრებლად ნუ დახარჯავთ. უმჯობესია, თანხის ნაწილი მომავლისთვის შეინახოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.

ტყუპები

სამშაბათს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლებელია თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ და კარგად გამოიძინოთ. პროფესიულ სფეროში გეგმების განხორციელებას შეძლებთ. ნუ დაგავიწყდებათ დახმარებისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადოთ. შესაძლოა, ახალი საქმე დაიწყოთ, ან ახალი ადამიანები გაიცნოთ. კვების პროდუქტებში უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ინიციატივის გამოჩენა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება დაგჭირდებათ. თქვენი ძალისხმევა დაფასდება და პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. გამოიყენეთ ეს შანსი და მომენტით დატკბით. საღამოს მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინოთ და ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ მტკივნეულ თემებზე კამათს მოერიდეთ და ეცადეთ, შეთანხმებას მიაღწიოთ. პროფესიულ სფეროში სიმშვიდეა, მაგრამ ნუ მოდუნდებით, მიზნებისკენ სვლა განაგრძეთ და მიღწეულზე ნუ შეჩერდებით. საღამოს სპორტული ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე გასეირნება სასარგებლო იქნება.

ქალწული

ამ დღეს მთელი ყურადღება თვითგანვითარებაზე უნდა გადაიტანოთ. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, უცხო ენების კურსებზე ან საოფისე პროგრამების შესწავლაზე ჩაეწეროთ. გარდა იმისა, რომ ახალი ცოდნა ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით, შესაძლებელია, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. პირად ცხოვრებაში მშვიდი და უღრუბლო განწყობაა, თუმცა ახლობლებზეც ზრუნვა არ უნდა დაივიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენგან სიყვარულსა და გაგებას ელიან.

სასწორი

ამ დღეს მთელი ყურადღება სახლის მოწესრიგებაზე და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე უნდა გადაიტანოთ. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო საკითხების სასწრაფოდ მოგვარება ან ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ. პროფესიულ სფეროში მოულოდნელი ცვლილებებისთვის და ახალ გარემოებებთან ადაპტირებისთვის უნდა მოემზადოთ. საღამო სასურველია სახლში ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს ფულის მართვაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, სარისკო ინვესტიციებს და დაუფიქრებელ ხარჯვას მოერიდოთ. პროფესიულ საქმიანობაში შეიძლება ვითარება დაიძაბოს, მაგრამ პროვოკაციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. შესაძლოა, ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებსაც ადრე მოკავშირეებად არ მიიჩნევდით. პირად ცხოვრებაში სტაბილურობაა, მაგრამ პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღების უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ძალების ახალ საქმეში მოსინჯვა ნუ შეგაშინებთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავლები – მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ, შეიძლება ბოლო წუთს ყველაფერი შეიცვალოს.

თხის რქა

ამ დღეს ყურადღება საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებზე უნდა გაამახვილოთ. ეცადეთ განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და ენერგია სწორედ ამისკენ მიმართეთ. პროფესიულ საქმიანობაში მოთმინება გამოიჩინეთ და სირთულეებს არ დანებდეთ. პირად ცხოვრებაში სტაბილურობაა, შეგიძლიათ საღამოს სამომავლო გეგმების შედგენაზე იზრუნოთ. ახალი საქმის დაწყებამდე, ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ

მერწყული

ამ დღეს პრობლემების გადასაჭრელად შემოქმედებითი აზროვნება და არასტანდარტული მიდგომა უნდა გამოიჩინოთ. ექსპერიმენტების და ახალი გზების ძიების ნუ შეგეშინდებათ. პროფესიულ სფეროში მოულოდნელი აღმოჩენები გელით. შესანიშნავი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, სწორი დასკვნა გამოიტანოთ, სიფრთხილე და წინდახედულობა კი შეცდომებისგან დაგიცავთ.

თევზები

ენდეთ შინაგან ხმას და საკუთარ გადაწყვეტილებებში ნუ დაეჭვდებით. პროფესიულ სფეროში შესაძლოა რთული სიტუაცია წარმოიშვას, თუმცა მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეცადეთ, თქვენი დრო სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს შორის ისე გაანაწილოთ, რათა ოჯახური ურთიერთობები არ დააზიანოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved