• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თითოეული ჯარისკაცის მომზადება ფული ჯდება, ამერიკაში 15 000 დოლარი და რამდენად შენთვის ეფექტიანია, რომ ეს გააკეთო“ – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:05 04-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
497

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტია მომხრეა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობის – “არ არსებობს უფლება, პასუხისმგებლობის გარეშე” პრინციპიდან გამომდინარე, თუმცა ჩერგოლეიშვილი აზუსტებს, რომ რეზერვი დღეს არსებული ფორმით “კავშირში არ არის იმასთან, რაც ჩვენ გვინდა.”

„არ არსებობს უფლება, პასუხისმგებლობის გარეშე – ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. შენ, როდესაც ხარ უფლებების მომხმარებელი, იმიტომ რომ ისინი შენია, ის უფლებებივე წარმოშობს ვალდებულებებს, იმისთვის რომ ეს უფლებები შესრულდეს.

ეს ვალდებულებები არის, მათ შორის, ისიც, რომ შენ დანაშაულს თუ შეესწრები, უნდა მიხვიდე და ჩვენება მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, იმიტომ რომ მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარს იძახი. ზუსტად ისე, როგორც შენი ვალდებულებაა, მიიღო მართლმსაჯულების აღსრულებაში მონაწილეობა, რომ რაც დაინახე, ის უნდა მოჰყვე და ის უნდა იყოს სიმართლე – დაახლოებით ეს პრინციპია. წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება, რომ მოწმედ გამოვიდნენ. ეს საზოგადოება ხომ ველური იქნება, თუ ვალდებულება არ გაქვს, რომ რომელიმე საშიში კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენება მისცე – გასაგებია, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს და სახელმწიფოს ეკისრება შენი დაცვის ვალდებულება, მაგრამ როგორ უნდა იყო საზოგადოების წევრი, თუ ამ საზოგადოებაში არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა მშვიდობიანად, სამართლიანად იცხოვროს. დაახლოებით იმავენაირად უნდა ამოვიდეთ თავდაცვის შემთხვევაშიც.” – აცხადებს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მას საომარი მდგომარეობის დროს იყენებ, არამედ მისი ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ტრაგედიების დროს გამოყენებასაც. ჩერგოლეიშვილმა აღნიშნულის საილუსტრაციოდ გურიასა და რაჭაში მომხდარი სტიქიები გაიხსენა.

“საყოველთაო რეზერვი იმას კი არ ნიშნავს, რომ მარტო ომის დროს იყენებ ამ ყველაფერს, ან ასე შემდეგ – არამედ, კატაკლიზმების დროსაც. მაგალითად, როდესაც გურიაში სტიქია მძვინვარებდა, ან შოვში ტრაგედია მოხდა, შენ თუ გყავს ადგილზე მომზადებული ხალხი, რომელიც არის რეზერვში და რომელსაც აქვს გამოცდილება და ამზადებ შესაბამისად, რომ ასეთ ტიპის კატაკლიზმებსაც გაუმკლავდეს, ადგილზე ის ადამიანები ერთვებიან და ადგილზე ჩართული ადამიანები გაცილებით უფრო ეფექტურად აკეთებენ იმ სამუშაოს, რაც აქედან ჩასული მაშველების გასაკეთებელია, იმიტომ რომ ადგილზე ყველაფერი იციან.

ანუ რეალურად სარეზერვო სამსახური ნიშნავს ქვეყნის დაცვას არამხოლოდ მტრებისგან, არამედ ბუნებრივი კატაკლიზმებისგანაც, იმიტომ რომ შენ მომზადებული ხალხის რაოდენობა გყავს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე. მითუმეტეს თუ თვითმმართველობის რეფორმაც გავატარეთ და თვითმმართველობა გაძლიერდა, ტერიტორიებზე მიბმული რეზერვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოიკვეთება და ეფექტური გახდება. ჩვენი საფრთხეების გათვალისწინებით, შენ გჭირდება რომ გყავდეს ხალხი, რომელიც არის მომზადებული იმისთვის, რომ მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება დაიცვას, რითაც შეუძლია.” – ამბობს იგი.

ჩერგოლეიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხედვაზე საუბრისას შეეხო ქალების მიმართ სავალდებულოობის საკითხსაც. მისი თქმით, რადგან ქალების მომზადება მათი ფიზიკური მახასიათებლების გამო უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე კაცების, ამიტომ ფედერალისტების რეფორმის შინაარსი ქალების სავალდებულო გზით გაწვევას არ ითვალისწინებს.

“თითოეული ჯარისკაცის მომზადება ფული ჯდება, ამერიკაში 15 000 დოლარი და რამდენად შენთვის ეფექტიანია, რომ ეს გააკეთო. თუმცა, ქალებს, ვისაც მონაწილეობა უნდათ, ამ ტრენინგის მიღება უნდათ, უფლება ნამდვილად არ უნდა შეეზღუდოთ, ოღონდ სახელმწიფო თუ მომჭირნედ განკარგავს თანხებს, მაგ შემთხვევაში უფრო მომგებიანია კაცის მომზადება, იმის გამო რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე ქალი.” – ამბობს იგი.  (ტაბულა)

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved