• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცხოელ მშობლებს, რომლებსაც სურთ, ბავშვი აშშ-ში გააჩინონ მოქალაქეობის მისაღებად, ვიზა გაუუქმდებათ

ალია ავტორი - ალია
14:55 04-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ მათ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიენიჭოს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა მომავალში მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში შესვლა საერთოდ აეკრძალოთ. ამ ფორმით ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დაცვა სურს.

„მიუღებელია, უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მას მოქალაქეობა მიაღებინონ, რასაც შეიძლება,ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა მოჰყვეს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს ოფიცრები, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, არცერთ მსგავს ვიზაზე განაცხადს არ აკმაყოფილებენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

„სამშობიარო ტურიზმის“ ინდუსტრია აშშ-ში საკმაოდ განვითარებულია: ქვეყანაში დაახლოებით 33 000 ბავშვი იბადება წელიწადში მოქალაქეობის კანდიდატი დედებისგან, ხოლო კიდევ 100 ათასობით ბავშვს აჩენენ არალეგალები ან დროებითი იმიგრანტი ქალები. განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ ამ შესაძლებლობას ჩინეთის, ტაივანის, კორეისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ ასეთი მშობიარეების ნაკადი ქვეყნის რესურსებისთვის დიდი დატვირთვაა, აგრეთვე, არსებობს შიში კრიმინალთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი, ვინც აშშ-ში დაიბადება, ავტომატურად ხდება ამ ქვეყნის მოქალაქე. დონალდ ტრამპი შეეცადა, შეეზღუდა ეს უფლება დადგენილებით, რომელიც მოსამართლეებმა შეაჩერეს. 2025 წლის მაისში ამერიკის უზენაესი სასამართლო კვლავ განიხილავს ამ საკითხს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved