• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ალია ავტორი - ალია
11:57 04-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
402

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ – რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ- ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

თბილისი-რომი- თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვირშვილმა, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი პირები,
საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც დღეს, 26 აპრილს აღინიშნება.

“ჯორჯიან ეარვეისი” უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით დაიწყო.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.

ჯორჯიან ეარვეისი” ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved