• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოემზადე“ – სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ალია ავტორი - ალია
13:48 04-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354

„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, იმატებს გზებზე მობილობა და ავტომობილით გადაადგილებაც მეტად რთულდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელიწადის ამ დროს, ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო, მზად უნდა ვიყოთ როგორც მზიანი, ისე წვიმიანი დღეებისთვის. სწორედ ამიტომ, სანამ ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ, „თეგეტა მოტორსი“ გირჩევთ, სათანადოდ მოამზადოთ თქვენი ავტომობილი და შეამოწმოთ ყველა დეტალი, რომელიც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, შემდეგი შეთავაზებები მოქმედებს:

• 20%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე

საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავის, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისიმოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

• 20%-იანი ქეშბექი VARTA-ს აკუმულატორებზე და 20%-იანი ფასდაკლება EGERGIZER-ის, FIAMM-ისა და MONBAT-ის პროდუქციაზე

აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და საჭიროების შემთხვევაში ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.

• 20%-იანი ქეშბექი ზეთების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლება MOTULPOWERSPORT-ის ზეთებზე

ავტომობილის საცხებ-საპოხი მასალები სეზონურობით არ გამოირჩევა. ძრავის ზეთი ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებითა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუ ზეთი დროულად არ შეიცვლება, შესაძლოა, ძრავის რომელიმე შიდადეტალი დაზიანდეს ან ცვეთა მოემატოს. ზეთის შემოწმება მნიშვნელოვანია შორ გზაზე მგზავრობისწინ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება.

• ჰაერისა და სალონის ფილტრის შეცვლა უფასოდ

ავტომობილის გამართულად მუშაობისა დაუსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია,პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა დასაწვავის ფილტრები. ზეთის ფილტრი, ავტომობილშიზეთთან ერთად იცვლება, რაც შეეხება ძრავისჰაერის ფილტრს, მისი შეცვლა რეკომენდებულიაზეთის ყოველი მეორე შეცვლისას. ძრავისგამართულად მუშაობისთვის კიდევ ერთიმნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავის ფილტრი, რომელიც ასევე ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას უნდა შეიცვალოს იმ ავტომობილებში, რომლებსაც ესფილტრი ეცვლება. რაც შეეხება სალონის ფილტრს, იმისათვის, რომ ავტომობილით მგზავრობისას არშ ეგვაწუხოს გამონაბოლქვის სუნმა და თამამად ჩავრთოთ გათბობა/გაგრილების სისტემა, მნიშვნელოვანია, გვეყენოს სალონის ხარისხიანი ფილტრი.

სალონის ფილტრი უნდა შეიცვალოს სეზონურად, როდესაც მძღოლები აქტიურად იწყებენ გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენებას. შეცვლა რეკომენდებულია გვიან შემოდგომაზე, ზამთრისწინა პერიოდში და ზაფხულის დადგომამდე.

12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ფილიალების გარდა, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაშიც. ამ პერიოდში 15% -იან ფასდაკლებას მიიღებთ საბურავების, ზეთების, ნაწილებისა და VARTA -ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე. ENERGIZER, MONBAT, EXIDE–ისა და FIAMM-ის აკუმულატორებზე კი – 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი დასატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათშორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved