• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა

ალია ავტორი - ალია
12:38 04-07-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ისევ საერთაშორისო ძებნაშია ამავე საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ალი გუსეინოვი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი პაპაშვილი დაკავებულია რუსეთის ფედერაციაში კონკრეტულად ინტერპოლის მიერ. ეს პროცესი ზოგადად დახურულია, შესაბამისად, დეტალებს ვერ შევეხები. ამ ეტაპზე მის მიმართ ექსტრადიციის საკითხია დაწყებული და სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება” [IPN] თქვა პროკურორმა ვეფხვაძემ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დაკავებულებისა და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

შეგახსენებთ, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემით მოკლეს. დანაშაული ორთაჭალაში მოხდა. მთივლიშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია სამი პირი – ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. იგივე ბრალდება აქვს ძებნილ ალი გუსეინოვს, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულია გიორგი პაპაშვილი. გუსეინოვი და პაპაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და ქვეყნის დატოვება შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved