• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ ძაბირაძე: “ამერიკასთან სიტუაციას ლილუაშვილი კი არა, ტალეირანი ვერ დაალაგებდა”

ალია ავტორი - ალია
11:55 04-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,231

1-ელ აპ­რილს გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა, სა­დაც მან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვა. მე­ო­რე დღეს პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რი­თაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, მის პოსტზე კი კო­ბა­ხი­ძემ ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა. ოხა­ნაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, პა­ა­ტა სა­ლი­ამ შეც­ვა­ლა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძის ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ახ­ლად შექ­მნი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პორ­ტფელს ჩა­ი­ბა­რებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს გა­ირ­კვა, რომ სუს-ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლი უფ­რო­სი კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრო­ბას არ და­თან­ხმდა. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქვა, შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი ახ­ლად შექ­მნილ სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ად­გი­ლე­ე­ბის კან­დი­და­ტუ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით: “გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ არ­სე­ბობ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებ­თან, მათ შო­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­სა­ტა­რე­ბელ სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად კი კა­ხა­ბერ გუ­ლე­და­ნი და­ნიშ­ნა.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აჭა­რა­შიც – 4 აპ­რი­ლის დი­ლას აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ი­გო. იმა­ვე დღეს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. თა­მა­ზაშ­ვი­ლი დღემ­დე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო. ასე­ვე, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გრი­გოლ ბე­სე­ლი­ამ, მისი ად­გი­ლი კი გი­ორ­გი ბუხ­რაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა.

რას უკავ­შირ­დე­ბა “ოც­ნე­ბის“ გუნდში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და რა­ტომ შე­ე­ლია ივა­ნიშ­ვი­ლი მის სან­დო კადრს? – ამის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და. მათ­გან ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის და თაღ­ლი­თო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ქვეყ­ნი­დან გა­პარ­ვას უკავ­შირ­დე­ბა ისე, რომ სუს-მა ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვა თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლა, თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს მა­ში­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, როცა კო­ბა­ხი­ძემ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ახა­ლი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­რად­გი­ნა.

წყა­რო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­შია და ლუ­ლუ­აშ­ვილ­მა, რე­ა­ლუ­რად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბი აი­ცი­ლა თა­ვი­დან.
“გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს კონ­ტაქ­ტე­ბი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ამე­რი­კა­ში. ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი­თაც იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე, სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და. “ოც­ნე­ბის“ იმე­დის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. ამას­თა­ნა­ვე, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად ინარ­ჩუ­ნებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რის გა­მოც ბოლო დროს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან და მის მი­თი­თე­ბებს არ ას­რუ­ლებ­და. მას ამე­რი­კა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მსგავ­სად, თა­ვი­სი საქ­მე და­ლა­გე­ბუ­ლი აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა­ში ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რი შო­თა­ძეც ჩა­ვი­და… ამე­რი­კე­ლებ­მა მშვე­ნივ­რად იცი­ან იცოდ­ნენ, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩათ­ვა­ლეთ, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი აიც­დი­ნა, ჭკვი­ა­ნი კა­ცია სა­თა­ვი­სოდ. რა­საც ოხა­ნაშ­ვი­ლი გა­ა­კე­თებს, იმა­ზე ეს არ წა­ვი­დო­და. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არც ამათ სჭირ­დე­ბათ და მა­საც აღარ აქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თავს უშ­ვე­ლა და ამა­ში ხელი შე­უ­წყო ივა­ნიშ­ვილ­მაც.

ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი აიც­დი­ნა, ჭკვი­ა­ნი კა­ცია სა­თა­ვი­სოდ. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არც ამათ სჭირ­დე­ბათ და მა­საც აღარ აქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი, “ოც­ნე­ბას“ სან­ქცი­ე­ბი ელო­დე­ბათ… ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თავს უშ­ვე­ლა და ამა­ში ხელი შე­უ­წყო ივა­ნიშ­ვილ­მაც… ლი­ლუ­აშ­ვილს სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და სა­მი­ნის­ტრო… ერთი სული ჰქონ­და, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და. მალე ნა­ხავთ, სად აღ­მოჩ­ნდე­ბა ცოლ-შვი­ლით…“ – გვი­ამ­ბო წყა­რომ.

“ოც­ნე­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აფა­სებს:

– სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი მი­დის “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, რაც ძა­ლი­ან ჰგავს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბოლო პე­რი­ო­დის, 2012 წლის სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბებს. რის­გან შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ვერ­სი­ე­ბი მრა­ვალ­გვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი კად­რე­ბი გაჰ­ყავს პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნი­დან – კარ­გა ხა­ნია არ ჩანს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ში სა­ერ­თოდ აღარ ფი­გუ­რი­რებს და გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­ვი­წყე­ბა­საც მი­ე­ცა. ალ­ბათ იგი­ვე გა­კეთ­დე­ბა რიჟ­ვა­ძეს­თან და ლი­ლუ­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბი­ძი­ნას თა­ვი­სი კად­რე­ბი ნელ-ნელა გაჰ­ყავს ას­პა­რე­ზი­დან. ამის მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს: მათ მი­მართ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სან­ქცი­ე­ბი, უკვე და­სან­ქცირ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ჯერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ არის, ისე­ვე, რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე. შე­საძ­ლოა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ რო­ტა­ცი­ას იმის­თვის აკე­თებს, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე მი­დის (არც ამ ვერ­სი­ას გა­მოვ­რი­ცხავ) და მას მეტ-ნაკ­ლე­ბად ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ძვე­ლი კად­რე­ბის მო­შო­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ამას კი არა ქარ­თვე­ლი ელექ­ტო­რა­ტის­თვის, არა­მედ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის აკე­თებს. მგო­ნია, სა­დღაც აქ უნდა იყოს სი­მარ­თლე. რომ გი­თხრათ, ლი­ლუ­აშ­ვილს ძა­ლი­ან მო­უნ­დე­ბო­და რე­გი­ო­ნუ­ლი მი­ნის­ტრო­ბა, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე ანა­ლო­გი­უ­რი მოხ­და ოქ­რუ­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­დან ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად რომ გა­და­იყ­ვა­ნეს, რა­ზე­დაც მან უარი თქვა. მგო­ნია, რომ კრი­ზი­სია “ოც­ნე­ბა­ში“ და ამას­თა­ნა­ვე, ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი კად­რე­ბი გაჰ­ყავს აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კი­დან.

ივა­ნიშ­ვი­ლის სან­დო კად­რე­ბი­დან გო­მე­ლა­უ­რი­ღა დარ­ჩა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კად­რე­ბი კო­ბა­ხი­ძი­სამ ჩა­ა­ნაც­ვლა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, მთელ ამ გუნდს სწი­რავ­დეს. ივა­ნიშ­ვი­ლი თუ მათ­გან რა­დი­კა­ლურ ქმე­დე­ბებს მო­ი­თხოვს, ეს იქ­ნე­ბა ამ გუნ­დის პირ­და­პი­რი ჩა­ძირ­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, გო­მე­ლა­ურ­თან მი­მარ­თე­ბით რა იქ­ნე­ბა, ის უკვე მაგ­ნიტსკის სი­ა­შია და რაღა უნდა გა­ა­კე­თონ, არ ვიცი, შე­საძ­ლოა მა­საც და­ეხ­მა­როს ან რო­ტა­ცია შე­ე­ხოს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­სი იქით­კენ მი­დის, რომ შე­მო­დის ახა­ლი კად­რე­ბი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ და­ე­კის­რე­ბათ.

– ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ლი­ლუ­აშ­ვილს აშშ-სთან “ვერ­და­ლა­გე­ბა“ არ აპა­ტი­ეს, თა­ვად კი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დარ­ჩა ახალ სა­მი­ნის­ტრო­ში გან­წე­სე­ბით…

– ამე­რი­კას­თან სი­ტუ­ა­ცი­ას ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კი არა, ტა­ლე­ი­რა­ნი ვერ და­ა­ლა­გებ­და. თუ ასეა და სე­რი­ო­ზუ­ლად ვინ­მეს ეს პრე­ტენ­ზია ჰქონ­და ლი­ლუ­აშ­ვილ­თან, ვფიქ­რობ, მას პო­ლი­ტი­კა­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა. აქ ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა არ გა­მო­ვა. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ის პრო­ცე­სებს გა­ა­რი­და და ლი­ლუ­აშ­ვილ­მაც თავი აა­რი­და სან­ქცი­ებს და ამის გამო აღარ ისურ­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა.

ვრცლად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved