• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში

ალია ავტორი - ალია
15:55 04-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,892

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი დღეიდან, 5 აპრილიდან ამოქმედდა.

ახალი ტარიფი არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. კერძოდ, 2024 წელს აშშ-ში საქართველოს $141-მილიონიან ექსპორტში $90 მილიონი დოლარი, ანუ 64% სწორედ ფეროშენადნობებზე მოდიოდა. თუმცა, საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში.

იმისთვის, რომ უფრო უკეთ შეგვექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა გააქვს საქართველოს აშშ-ში გასაყიდად, გთავაზობთ, TOP-10 პროდუქტს, რაც 2024 წელს საქართველომ აშშ-ში გაიტანა ექსპორტზე:

ფეროშენადნობები – 90,2 მლნ აშშ დოლარი
მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 8,4 მლნ აშშ დოლარი
საფრენი აპარატების ნაწილები – 7,2 მლნ აშშ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 7,1 მლნ აშშ დოლარი
წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 5,3 მლნ აშშ დოლარი
ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 4,6 მლნ აშშ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 2,7 მლნ აშშ დოლარი
ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 1,8 მლნ აშშ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები – 1,6 მლნ აშშ დოლარი
სამშენებლო ნაწარმი ხისა – 1,1 მლნ აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.

წყარო: bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved