• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე მარტივი პასუხი გვაქვს – არ მოვალთ და არ გაღიარებთ! – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
14:11 04-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

„ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს – არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი პოლიტიკური ველიდან გაეყვანა და დაემონებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

„ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა, რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს – არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ.

ბოლო 5 წლის პოლიტიკური შეტევის განხორციელების შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვიშვა პოლიტიკური სცენიდან, პირიქით უფრო გავძლიერდით. ვერც ციხით დაგვაშინებს და ვერც ვერაფერს ვერ გვიზამს. მის ამ ქმედებებზე პასუხი მარტივია, მისი მთავრობა ანტიქართულია, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის კონსტიტუციით გაცხადებულ არჩევანს – ევროინტეგრაციას – და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მარტო დატოვოს, პარტნიორების გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე, მამუკა ხაზარაძე, საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის სასამართლო სხდომასაც გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესს „ცინიზმი“ უწოდა.

„ეს ყველაფერი სასაცილოა, როცა ნახევარი საათით ადრე გატყობინებს სასამართლო სხდომის ჩანიშვნას. ბადრის და ჩვენს იურისტებს დაურეკეს და უთხრეს, რომ სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. ეს არის ცინიზმი. ქვეყანაში სასამართლო არ არის, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები. ისინი იმის რევიზიას ახდენენ, რაც მათივე სასამართლოში არის მიღებული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved