• რეკლამა
  • კონტაქტი
22:59, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს სულხან თამაზაშვილი, რომელიც აჭარის მთავრობის მეთაურად წარადგინეს

ალია ავტორი - ალია
12:31 04-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მან თორნიკე რიჟვაძე უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. თამაზაშვილის წარდგენაც გუშინვე საღამოს შედგა.

“ბატონი სულხანი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად, ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენისას.

სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ის ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. კერძოდ, თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად. მას შემდეგ, სულხან თამაზაშვილი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

სულხან თამაზაშვილი 1983 წელს ქობულეთშია დაბადებული. მას ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სულხან თამაზაშვილს 2017 და 2019 წლებში მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა სამებაში 2 500 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 2 498 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 50%-საც ფლობს. მის მეუღლეს კი წავკისში მიღებული აქვს მემკვიდრეობით აგარაკი 2006 წელს.

2011 წელს კი თბილისში ნაყიდი აქვს 74 კვ.მ ბინა 50 000 ლარად.

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას სულხან თამაზაშვილს სახელფასო ბარათზე 1053 ლარი ჰქონდა.

2023 წლის განმავლობაში სულხან თამაზაშვილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე აღებული აქვს 98 892,02 ლარი ხელფასის სახით. რაც შეეხება სესხს, მას 2023 წელს აღებული აქვს ათწლიანი სამომხმარებლო სესხი 60 000 ლარის ოდენობით, რომლის გასავალიც საანგარიშო პერიოდში 42 629,21 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ოფიციალურად მას შემდეგ შეუდგება საქმიანობას, რაც მის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved