• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პაპაშვილის სკლინტის თემა უნდა გავაგრძელო, იმიტომ რომ ზუსტად ავსებს ფაზლის ყველა გამოტოვებულ ნაწილს“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:46 04-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,135

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,პაპაშვილის სკლინტის თემა უნდა გავაგრძელო, იმიტომ რომ ზუსტად ავსებს ფაზლის ყველა გამოტოვებულ ნაწილს, რომელიც ჩვენს რეალობას სრულად ასახავს.

პაპაშვილს, რომელიც ნოემბერ–დეკემბერში ვაზელინწასმული ეტენებოდა ქოცებს, დეკემბერში პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე დაჩქარებული წესით განუხილა მეორე ინსტანციამ და მოაგებინა 4.7 მილიონი ლარი. რა ძნელი გამოსაცნობია არა რატომ?

არადა, ამბობს ბიუ–ბიუ, რომ ქათმის სკლინტი მიყიდა როგორც ნაკელი, და არა როგორც ძროხების საკვები. მაგრამ ამან მაინც ძროხებს აჭამა და დაეხოცა. ოღონდ ნაკელის გამყიდველს დააბრალა.

ახლა ის, თუ რატომ არ უნდათ პაპაშვილისნაირებს ევროკავშირი:

2023 წელს საქართველოს მთავრობამაც აკრძალა ნაკელის გამოყენება ძროხის საკვებად. სავარაუდოდ ევროდირექტივების მოთხოვნის გაზიარება მოუწიათ. მოკლედ, საქართველოს მოუწია სკინტლის სუვერენიტეტის დათმობა და უნდა ეგეთი ევროკავშირი პაპაშვილს? სავარაუდოდ ძალიან ნაწყენია ევრო კავშირზე, რომელიც აი, ეგრე გვართმევს სუვერენიტეტს.

არადა, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2002 წელს მიიღო ევროდირექტივა აკრძალვის შესახებ. მიზეზი გახდა
ცხოველური საკვებიდან, მათ შორის ქათმის ნაკელიდან, საქონლის და შემდეგ ადამიანების დაავადება და სიკვდილი.

“FAO-ს ექსპერტი, ვეტერინარი მიხეილ სოხაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ევროპაში ნაკელის საქონლის საკვებად გამოყენების აკრძალვა დაკავშირებულია ბრიტანეთში დაავადების გავრცელებასთან, რასაც 90-იან წლებში ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა.

“პირველი პრობლემა იყო ღრუბლოვანი ენცეფალოპათია 1992-93 წლებში ინგლისში, სადაც 100 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა იყო და 5 მილიონამდე პირუტყვი დახოცეს მაშინ. ეს გადამდებია ადამიანზე და სადღაც 200-მდე ადამიანის გარდაცვალების ფაქტია დადასტურებული. ეს იყო ნიშანი, რომ საკვებად ცხოველური ნარჩენის, მათ შორის ნაკელის, გამოყენებისთვის უნდა გადაეხედათ.

შემდეგი დიდი პრობლემა არის ის, რომ ექსკრემენტები, როგორც წესი, დაბინძურებულია, მათ შორის შეიძლება იყოს სხვადასხვა ბაქტერიები, სოკოები, განსაკუთრებით ისეთი საშიში ბაქტერია, როგორიც არის სალმონელა.

ბაქტერიები, ანტიბიოტიკები, ღრუბლოვანი ენცეფალოპათია შეიძლება ცხოველის რძიდან ან ხორციდან გადავიდეს ადამიანზე.

აქედან გამომდინარე მიიღო ევროკავშირმა 2002 წელს შესაბამისი დირექტივა, საქართველოში კი 2023 წელს შევიდა ძალაში მთავრობის შესაბამისი დადგენილება და აიკრძალა ნაკელის გამოყენება ძროხის საკვებად”, – უთხრა მიხეილ სოხაძემ რადიო თავისუფლებას.“

შეუძლებელია პაპაშვილს არ ცოდნოდა, რომ ქათმის სკინტლით ძროხების გამოკვება საშიში იყო როგორც თავად ძროხებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ძროხების რძეს მოიხმარდნენ. ჩვენ კიდევ არ ვიცით რამდენი ადამიანი დაავადდა ამ რძით ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვს დღემდე რა იყო დაავადების მიზეზი. იცოდა ეს ყველაფერი და მაინც აკეთებდა, იმიტომ რომ იაფი იყო და კანონი არ უკრძალავდა. მერე მოვიდა ბოროტი ევროკავშირის დირექტივა და აუკრძალეს ხალხის მოწამვლა. უნდა ახლა მაგას ეგეთი ევროკავშირი?

ეს არის ზუსტად სრული დიაგნოზი – ამათ უნდათ აკეთონ ფული ადამიანების განადგურების ხარჯზე. ევროკავშირში ამას ვერ გააკეთებენ. ამიტომ სძულთ ევროკავშირი და უნდათ რუსეთი, სადაც ყველაფერი მოსულა და ადამიანის სიცოცხლე ასი რუბლიც არ ღირს.“

,, ნორმალურ ქვეყანაში ქოცბიზნესმენ პაპაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა, სასამართლო უზარმაზარ ჯარიმებს დააკისრებდა” – ნინო ჯანგირაშვილი

თეგები: ლაშა პაპაშვილინინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved