• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა საქმე, რომელსაც წულუკიანის ე.წ კომისია განიხილავს, კლანთანაა დაკავშირებული“ – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
12:43 03-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,520

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელსაც თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია განიხილავს, ე.წ. სასამართლო კლანთანაა დაკავშირებული.

დოლიძის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც ჯემალ ლეონიძის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს მისი საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა და უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მოსამართლემ “გააკოტრა ლეონიძის კომპანია მაგნატი”, 2021 წელს დააწინაურეს და უვადოდ დანიშნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

გარდა ამისა, დოლიძის განცხადებით, ასევე დააწინაურეს მოსამართლე მზია ლომთათიძე, რომელმაც ლეონიძისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ლომთათიძე 2021 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ გახდა.

რაც შეეხება ბესარიონ ხარძიანის საქმეს, როგორც ანა დოლიძე ამბობს, მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც ხარძიანს პატიმრობა მიუსაჯა და ასევე, განიხილა ხარძიანის მკვლელობის საქმეც, 2019 წელს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში უვადოდ გაამწესეს.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მაგივრად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი მართავს ე.წ. კომისიაში – თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის, აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც ესიამოვნება რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას.

[…]

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე წარდგა კომისიის წინაშე და რომელიც წარდგება მომავალში, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა კლანთან, რომელიც აგრძელებს ქართული ოცნების პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას და რომელსაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი.

ის ადამიანები, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის საქმეზე და ლეონიძის საქმეზე, ქართული ოცნების პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს აგრძელებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს კომისია დაკავშირებულია სამართალთან და მართლმსაჯულებასთან აბსურდია. ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს – პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში”. – განაცხადა დოლიძემ.

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 21 მარტს ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა, 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე კი – შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება “საკმაოდ მკაცრი სასჯელი”, რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა.

ხაზარაძე: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ
ჯაფარიძე კომისიაზე: ცილისმწამებლურ შოუში მონაწილეობას არ ვაპირებ!
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისიამ ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელა. წულუკიანის განცხადებით, ჯაფარიძის საქმეც პროკურატურას გადაეცემა.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved