• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
15:26 03-23-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 150-მდე თავდასხმის დრონით შეუტია, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბოლო ერთ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1100 თავდასხმის დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. აღნიშნული იარაღი უცხოურ კომპონენტებს შეიცავს, რასაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით იღებს.

ზელენსკი წერს, რომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს და არსებული ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.

“გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინას 150-მდე თავდასხმის დრონის გამოყენებით შეუტია. ამ დროისთვის დაშავებულია ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. კიევში თავდასხმას სამი სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი მოკლეს – ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს.

ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1100 თავდასხმის დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მთელი ეს იარაღი შეიცავს მინიმუმ 102000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც მათ სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.

საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია – მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას,” – წერს ზელენსკი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved