• რეკლამა
  • კონტაქტი
17:23, ორშაბათი, 25 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ღორის გრიპი” აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა… ალბათ, ორი დღე იყო ცუდად… ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ” – რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი

ალია ავტორი - ალია
18:46 03-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

“ღორის გრიპი” აღმოჩნდა, რამაც 13 წლის ანას სიცოცხლე იმსხვერპლა… ალბათ, ორი დღე იყო ცუდად… ისე დამძიმდა, რომ წნევას ვეღარ იჭერდნენ” – რა დეტალებზე საუბრობს სოფელ ჯუგაანის სკოლის დირექტორი
ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით სიღ­ნაღ­ში 13 წლის გო­გო­ნა, ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სკო­ლის, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­ზარ­დი დე­დამ იმ დღეს ოჯა­ხის ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნა, ექიმ­მა ურ­ჩია ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ მალე ისე დამ­ძიმ­და ანას მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

სას­წრა­ფომ გო­გო­ნა ჯერ წნორ­ში, “არ­ქი­მე­დეს” კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. გო­გო­ნა თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა.

“ეს იყო H1N1 ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბა”, – ამ­ბობს “არ­ქი­მე­დეს” კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, ოთარ რუ­ხა­ძე.
მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე Ambebi.ge-ს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

“ანა კი­კი­ლაშ­ვი­ლი ჩვე­ნი სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. უნაკ­ლო ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და და გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. ანა დე­დი­სერ­თაა და სო­ფელ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. სკო­ლა­ში და­დი­ო­და ჩვე­უ­ლებ­რივ, ახლა ეს კვი­რა არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ არ­და­დე­გე­ბი და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ეს­წრე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებს.

8 მარტს ბავ­შვე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და იქ იყო ჩვე­ნი ლა­მა­ზი ანაც, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ერ­თო­ბო­და თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად. ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და?! შეგვძრა ამ სა­ში­ნელ­მა ამ­ბავ­მა. ბავ­შვს გრი­პის ვირუ­სი ჰქონ­და. დღეს ჩვე­ნი სოფ­ლის ოჯა­ხის ექიმ­საც ვე­სა­უბ­რე. ის ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა დე­დამ მი­უყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში. ექიმ­მა გა­სინ­ჯა ბავ­შვი და რად­გან ის მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, დე­დას უთხრა, რომ ბავ­შვი წა­ეყ­ვა­ნა “არ­ქი­მე­დეს” კლი­ნი­კა­ში.

ექი­მი ამ­ბობს, ფილ­ტვებ­ზე მოს­მე­ნით არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჩან­და, მაგ­რამ რად­გან მუ­ცე­ლი სტკი­ო­და, ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად კლი­ნი­კა­ში წა­ეყ­ვა­ნაო. ბავ­შვს უარი უთ­ქვამს დე­დის­თვის და სახ­ლში წა­სუ­ლან. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია ჩვე­ნი სოფ­ლის ექი­მი და მას მა­ლე­ვე მო­უ­კი­თხავს ბავ­შვი. დე­დას უთ­ქვამს, არ მოგ­ვყვე­ბაო, ექიმს ისევ უთ­ქვამს, რომ სას­წრა­ფოდ წა­ეყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, ამა­სო­ბა­ში უკვე ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა. ოჯა­ხის ექიმ­თან რომ იყო, იქი­დან 3 სა­ათ­ში ბავ­შვი ისე დამ­ძიმ­და, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ბავ­შვი. არა­და სამი სა­ა­თით ადრე, შუა დღით მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­სი ფე­ხით ოჯა­ხის ექიმ­თან და მუ­ცელს რომ იტ­კი­ვებ­და, ამი­ტომ ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა­მი­სა­მარ­თეო.

ვი­ზუ­ა­ლუ­რად ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლი არ იყოო. არც დიდი ხანი არ ჰქონ­და ეს ვირუ­სი, რო­გორც ჩანს. 8 მარტს ბავ­შვი ძა­ლი­ან კარ­გად იყო, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ერ­თო­ბო­და და ალ­ბათ, ორი დღე იყო ცუ­დად. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ოჯა­ხის ექი­მი­დან რომ წა­მო­ვი­და. სა­დღაც 3 სა­ათ­ში ისე დამ­ძიმ­და, რომ წნე­ვას ვე­ღარ იჭერ­დნენ, უვარ­დე­ბო­და.

“არ­ქი­მე­დე­ში” რომ შე­ხე­დეს, უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო გო­გო­ნა, ექი­მი ცდი­ლობ­და რო­გორ­მე წნე­ვა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ბავ­შვის­თვის და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. იმა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. სას­წრა­ფოს ექიმს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრა, აქე­დან რომ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ უმ­ძი­მე­სი იყოო, უკ­ვირს ყვე­ლას, ასე სწრა­ფად რა მოხ­და. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და და იმ 3 სა­ათ­ში ფა­ღა­რა­თი და ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ტრა­გე­დი­ას ყვე­ლა­ნი. ისე­თი ლა­მა­ზი ბავ­შვი იყო სულ მისი ყუ­რე­ბა გინ­დო­და. მშობ­ლე­ბი გა­ნად­გურ­დნენ, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ ჰყავთ.

ახლა მო­ვე­დი სამ­ძიმ­რი­დან და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. ღო­რის გრი­პი აღ­მოჩ­ნდა ეს ვირუ­სი, რა­მაც 13 წლის მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. არა­და ბავ­შვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მას არ ჰქონ­და. გლო­ვობს მთე­ლი სო­ფე­ლი, უნდა გე­ნა­ხათ დღეს რა ხდე­ბო­და ჩვენს სკო­ლა­ში. 200 ბავ­შვი იყო და მთელ სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბის ხმა არ ის­მო­და, მერ­ხთან ის­ხდნენ და­ღო­ნე­ბუ­ლე­ბი და და­დუ­მე­ბუ­ლე­ბი. ვერც იფიქ­რებ­დი, რომ სკო­ლა­ში ამ­დე­ნი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან უჭირთ ანას კლა­სე­ლებ­საც, მთელ სკო­ლას და მთელ სო­ფელს, რა­ი­ონს სტკი­ვა ეს დიდი ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან გვტკი­ვა გული, მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო ანა. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, დე­დას ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ ჰყავს”, – ამ­ბობს სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ბო­ლაშ­ვი­ლი. (ამბები.ჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
ახალი ამბები

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

15:36 08-25-2025
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved